ნონა მამულაშვილი: ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე - არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება

"არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება" – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა…

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.

მინდა, მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“,- წერს ნონა მამულაშვილი "ფეისბუკზე".

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765561218

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე ვერ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია - შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

„როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს! იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უც...

დიმიტრი სამხარაძე

1765558507

ახალი ამბები

გური სულთანიშვილი: რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა - საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს

„ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგ...

გური სულთანიშვილი

1765556374

ახალი ამბები

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალურ...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

1765556058

ახალი ამბები

გიორგი მდივანი: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აშკარა დაპირისპირებაა - აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება

„ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა „დღის...

გიორგი მდივანი

1765553576

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა

„აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებ...

ირაკლი ქადაგიშვილი