ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან დერეკ შოლესთან შეხვედრა ოპტიმისტური განწყობით დატოვა.
"ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა მელიამ.
ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ამერიკელ მაღალჩინოსანთან ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი.
პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაბრუნდება ტელევიზიაში.
"თუ ვინმე არის ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიაწარმომადგენელი და ეს იყო პირველი შემთხვევა, აქამდე გვინახავს აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობაში, მაგრამ უფრო შორს წავიდა "ოცნება" და ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს და ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული და მალე დაგიბრუნდებათ თქვენ ტელევიზიაში", - თქვა ნიკა მელიამ.
ასევე წაიკითხე:
🔵დააკავეს სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის კუთვნილი 143 ათასი ლარი, კაზინოში ითამაშა
1715978455
საზოგადოება„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო
„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
1715978003
ახალი ამბებიშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...
1715976674
ჰოროსკოპი18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...
1715970174
საზოგადოებაჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...
1715966011
საზოგადოება„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...