„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ
სამართალდამცველებს.
მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური
საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი

1715606192

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1715606024

ახალი ამბები

„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...

პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია

1715605888

ახალი ამბები

ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.  ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...

პარატაეკვონდოისტებმა