"პარტიამ დემოკრატიული არჩევნებით ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანა" - კახი კალაძე "ქართული ოცნების" 10 წლის იუბილეს ეხმაურება
თბილისის მერი კახი კალაძე, პარტია "ქართული ოცნების" დაარსებიდან 10 წლის იუბილეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიამ დემოკრატიული არჩევნებით ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანა.
"10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება!
დიდი გამოწვევაა პარტიისთვის გარე მტრისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება, დიდი ტვირთია შინაურ მტერთან პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველმხრივ გააზრებული პოლიტიკის გატარება და ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა.
ამავდროულად, დიდი სტიმულია ხალხის ნდობა და მხარდაჭერა.
დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება-უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის!",- აცხადებს თბილისის მერი კახი კალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍NDI: საქართველოში გამოკითხულთა 59%-ი რუს ხალხს დადებითად აფასებს
1791377895
ახალი ამბებიპრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...
1791377672
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟა...
1791377336
ახალი ამბებიგია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ-ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
„ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი - სისხლიანი პროკურორი! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადა...
1791375996
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით – ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი
„ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ვიდრე ევრობიუროკრატები შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ...
1791374566
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფ...




























