პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე: ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის

„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის წინაშე აგებს პასუხს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716215745

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ვაჟა მარგველაშვილმა ძიუდოს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. გადამწყვეტ ბრძოლაში, მარგველაშვილმა იტალიელი მატეო იპონით დაამარცხა.  ეს საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზ...

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია