პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

„ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა.

ასევე, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.

აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ბაიდენი: უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716232906

სპორტი

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

 სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპ...

კახა ჯინჭარაძე

1716227792

სპორტი

ლოგოს აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა, უთქმელადაც ყველაფერი გავიგეთ - მამარდაშვილი მესტალიას დაემშვიდობა?

 გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა. ამაზე არა მარტო კლუბში არსებული სიტუაცია, არამედ ქართველი მეკარის ჟესტიც მიანიშნებს. „ჟირონასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გიო...

იტალია

1716222738

საინტერესო ამბები

„ფეოლა“ იტალიურად ითარგმნა - ყველაფერი ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის წარმატებულ პროექტზე

9 მაისს, იტალიის ქალაქ ნეაპოლის, კინოთეატრ „მოდერნისიმო“, იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული კინოკომედიის კლასიკის, „ფეოლას“ პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორი, იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ჟუ...

 ნინა მამუკაძე-სორდინი

1716222461

ახალი ამბები

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 დაწესებულებაში მსჯავრდადებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა

 წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამს...

ბოლოზარი

1716215933

ახალი ამბები

დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცი...

ზოგადი