ქართულ-პოლონურმა საწარმომ დრონების საცდელი ფრენა მოაწყო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ-პოლონურმა საწარმომ დრონების საცდელი ფრენა მოაწყო.
კრწანისის სასროლეთზე საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.
"ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ვიწყებთ საქართველოში...
ჩვენ სატესტო ფრენები განვახორციელეთ და აპრილში დავიწყებთ წარმოებას აღნიშნულ კომპანიასთან ერთად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს... სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს.
FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი - "სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით".
"WARMATE-ი ("კამიკაძე") საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია შპს „დელტა-ვებე“ ამ დრონების საწარმოებლად შეიქმნა საქართველოში შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. "დელტა" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული კომპანიაა, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.



1781638067
ახალი ამბებიThe Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ევროკავშირს 2010 წლიდან აქვს დინამიკური სახელწოდების მქონე საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) - ბოლო 18 თვეა, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უკავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი...
1781635563
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე...
1781632786
მსოფლიორუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში თუ გაწევრიანდა, ის მაშინვე დაიშლება
ევროკავშირი შესაძლოა „უბრალოდ დაიშალოს“, თუ მასში უკრაინა გაწევრიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲨᲘᲓᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘᲗ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚ...
1781631138
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დიალოგის განახლება შესთავაზონ
ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახა...
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...































