"ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს" – მეუფე იაკობი
"ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს", – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს შერიგებისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ღმერთმა ჩვენც შეგვინდოს, ბევრ საქმეში ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, ერთმანეთთან ვცოდავთ, ერთმანეთთან შერიგება არ გვინდა. არის ნაწილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა შერიგება, ეკლესიამ რამდენჯერ მოვუწოდეთ. იქნებ ამ მარხვაში, ორშაბათიდან ღმერთზე იფიქრონ და არ იფიქრონ გარე – გარე სირბილებზე, რადგან საქართველოში სიტუაციას ვერავინ არევს. სამწუხაროა, დალაგება არ გვინდოდეს, იმიტომ რომ, თუ ერთად ვიქნებით განვითარდებით და განვითარება ჩვენთან იქნება. რომელი ერია ჩვენზე დიდი კულტურის მატარებელი ერი? რატომ უნდა ვიყოთ ასე, ვიღაცების დასარიგებელი რა გვჭირს?
შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ჩემს ერს ცუდად, რომ ექცევიან სულ არ მაინტერესებს პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ვინმესთან თუ – არა. ჩემ ქვეყანაზე გადის და ჩემს სახელმწიფოს ურტყამენ მაგით და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენგან არავითარი თანაგრძნობა არ ექნებათ, ვინც მასზე ფიქრობს შიგნით თუ გარეთ. ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ჩვენ უცხოებთან და უცხოელებმა ჩვენთან, მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთთან არ ვისწავლით, კიდევ სწორი ცხოვრების წესი უნდა ვისწავლოთ. ადამიანი -ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თუ მაზიარებელი კაცია, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს. თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. იმიტომ, რომ წესი გინდ აუგონ მასეთს, ეს იქნება მსახიობობა და არ იქნება ის. ამიტომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთი სულიც დასაკარგავი არ არის, არამც საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არის.
ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ, მონები ვინც არიან გარე – გარე დარბიან და საქართველოს უჩივიან.
ჩვენ ვიცით ტკივილი და სიკვდილი რა არის. ჩვენზე მეტი მოკლული მცირე პერიოდში პროცენტულად არავის ჰქონია და ვიცით, ვიზიარებთ. იქიდანაც ჭკვიანად უნდა მოიქცნენ, არ უნდა ვთქვა ყველა სლავზე, რომ ყველა ერთნაირია ჩვენი მისამართით. აბა, გადახედონ როგორ გვექცევიან სლავები და ჩვენგან რატომ ელიან, რომ თავზე ხელს გადავუსვამთ. რადგან ქართველები ვართ, ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ. მონები ვინც არიან გარე გარე დარბიან და კიდევ საქართველოს უჩივიან, პირდაპირ ვიტყვი. ამ მარხვაში მაინც შევრიგებულიყავით. შევრიგდეთ იმისთვის, რომ ერს გადარჩენა სჭირდება, ბავშვები იზრდებიან, ადამიანური უნდა ისწავლონ, აბა, მაბეზღარობა ხომ არ უნდა ისწავლონ. ის წავიდა წინა საუკუნეში იყო, ეს პერიოდი და იგივე დგება”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
1794052240
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო
„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ“, - წერს გიორგი...
1794052112
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავ...
1794047820
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...































