ქუთაისში ქალი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს - ჩხრეკა მარტოხელა დედის სახლში არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით
პოლიციამ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი დააკავა. სამართალდამცველები ადგილზე სავარაუდოდ, მეზობლებმა გამოიძახეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, რვა პოლიციელი ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინაში უკანონო იარაღს ეძებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს, ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ეჭვობს, რომ ცრუ დასმენა მეზობელმა განახორციელა, რის შემდეგაც, 10-მდე პოლიციელი სახლში შეუვარდათ, სახლი გაჩხრიკეს, დედა დააკავეს, 15 და 5 წლის ბავშვები კი სახლში მარტო დატოვეს.
ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილი. 15 წლის გოგონა შველას არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს სთხოვს.
„ვიღაცამ გააკეთა განაცხადი, სახლში იარაღი არისო, რად უნდა ორი შვილის, მარტოხელა დედას იარაღი?! 8 თანამშრომელი იყო, ვერაფერი იპოვეს, თუმცა დედაჩემი მაინც გადაიყვანეს. ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში ტიროდა – დედა უნდოდა. 5 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში დედაჩემს 5 წუთით არ მოშორებია. მეორე დღე დაიწყო და არ უნახავს, არავინ გვეუბნება, სად და როგორ არის, დიაბეტითაა დაავადებული.
ყველაფერს მობილურით ვიღებდი, მაგრამ განყოფილების უფროსმა, გიორგიმ ტელეფონი წამართვა, ხელი ამომიბრუნა, ნაკაწრი მაქვს ხელზე. ეს სოც. მუშაკმაც იცის”- აცხადებს 15 წლის მოზარდი.
38 წლის ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ქუთაისის პოლიციაში მედიის კითხვებს არ პასუხობენ.
წყარო:ტვ პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"მიდის საუბარი, ღარიბაშვილის გამოცვლაზეც" - ოპოზიცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს
1791799267
საზოგადოებაკახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...
1791798809
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა
„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხ...
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...


























