რა არის ETIAS? - უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან ევროპაში მოგზაურობთ?

2024 წლიდან ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) სამოგზაურო ავტორიზაცია დაგჭირდებათ.

რა არის ETIAS?

ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან[1] ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: europa.eu/etias.

გეხებათ თუ არა ETIAS?

თუ ჩამოხვალთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან[2], ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას.

7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ

1. ETIAS არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ  ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად.


2. ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ:

📌 პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება

📌 ელექტრონული ფოსტის მისამართი

📌 ონლაინ ფორმის შევსება

📌 გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით

3. ETIAS მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში.

4. თქვენი ETIAS ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რაც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ.

5. ETIAS არ არის ვიზა: ETIAS ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება.

6. ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

7. სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს.

 

 

 

ფრთხილად იყავით, გაიგეთ ვის აწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და მომსახურებისთვის რამდენ ფულს გადაგახდევინებენ. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ იქნება გარანტირებული, თუ თქვენი განაცხადის გასაგზავნად სხვა ვებსაიტს იყენებთ. 

 

 

უფრთხილდით თაღლითებს

არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS ვებსაიტი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი.

არსებობს ათობით ვებსაიტი, რომლებიც თავს ETIAS აპლიკაციის ოფიციალურ საიტებად აცხადებენ: ისინი იყენებენ ევროკავშირის ოფიციალურ ლოგოს, ზოგი კი მოგზაურთა პირად მონაცემებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ კომერციული შუამავლებისთვის თქვენი სახელით განახცადის შევსება კანონიერი იქნება, დარწმუნდით, რომ სანდოს მიმართეთ: ზოგიერთმა თქვენი პერსონალური მონაცემები, პასპორტის ნომერი და საკრედიტო ბარათი შეიძლება მოიპაროს. მათ ასევე შეუძლიათ მომსახურებისთვის დამატებითი საფასური გადაგახდევინონ. გახსოვდეთ: თუ თქვენ განაცხადისთვის ETIAS ოფიციალურ ვებსაიტს იყენებთ, ETIAS ავტორიზაცია მხოლოდ 7 ევრო ეღირება.

ETIAS-ის ოფიციალური ვებსაიტია europa.eu/etias.

ევროკავშირის ყველა ოფიციალური ვებსაიტი შეიძლება იცნოთ europa.eu დომენით.

ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია , ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

ალბანეთი, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბრუნეი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა, დომინიკა, სალვადორი, საქართველო, გრენადა, გვატემალა, ჰონდურასი, ჰონგ კონგი, ისრაელი, იაპონია, კირიბატი, მაკაო, მალაიზია, მარშალის კუნძულები, მავრიკი, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ მაკედონია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პერუ, სენტ კიტსი და ნევისი, სანტა ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან მარინო, სერბეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტიმორ-ლესტე, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი, ვენესუელა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო