"რამდენი მუშა გარდაიცვალა იმიტომ, რომ არაკვალიფიცირებული იყო? რამდენი ადამიანი დაზარალდა იმიტომ, რომ რაღაც არაკვალიფიციურად იყო გაკეთებული?" - ქეთი ცერცვაძე

მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში ქეთი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს:

"სინამდვილეში ყველაფერი ყველას ბრალია, იმიტომ რომ საფუძველში არასწორი ფასეულობები გვაქვს მიღებული, იმიტომ, რომ მთავარი უგულებელვყავით და ერთმანეთზე ღვარძლის ნთხევით გულს ვიფხანთ.

ილიას აქვს ნათქვამი: გულის ფხანა ქეცმა იცის, ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნებაო.

ახლა იგივე სხვანაირადაც რომ ვთქვა:

იმისათვის, რომ მათემატიკაში რაიმე თეორემა მივიჩნიოთ ჭეშმარიტად , ის უნდა ეფუძნებოდეს უკვე დამტკიცებულ თეორემებს ან აქსიომებს. აქსიომებს რასაკვირველია დამტკიცება არ სჭირდება, ცხადია და ჭეშმარიტი.

საქართველოში ბოლო ათწლეულები დამკვიდრდა და აქსიომად იქცა ასეთი რამ:

ბიზნესის ხელშესაწყობად საჭიროა იაფი მუშახელი , მთავარია ბიზნესზე ხელშეწყობა, ოღონდ აქ ფული ჩადონ და ჩვენთან ბაზარი სავსეა იაფი მუშახელით და ა.შ. და ა.შ.

სანამ ეს მცდარი დებულება, არ შეიცვლება ჭეშმარიტი დებულებით, რომ მთავარია კვალიფიცირებული მუშახელი, სულ წრეზე ვივლით უამრავი ტრაგედიებით, გავაუბედურებთ ერთმანეთს, ერთმანეთის ცოდვით და საცოდაობით კანი დაგვეწვება, ვიტირებთ, ვიჩხუბებთ და ვივლით წრეზე.

მე ყველა მეცოდება, ყველა უკიდეგანოდ, იმიტომ რომ რაღაცის ვერ გააზრების და ვერ გაკეთების მსხვერპლები ვართ ასე მგონია.

რამდენი მუშა გარდაიცვალა იმიტომ, რომ არაკვალიფიცირებული იყო? რამდენი ადამიანი დაზარალდა იმიტომ, რომ რაღაც არაკვალიფიციურად იყო გაკეთებული?

რამდენი უნივერსიტეტია კერძო სადაც უაღრესად კვალიფიცირებულ კადრს, ან მეცნიერს 200-300-400 -1000 ლარს უხდიან ხელფასის სახით? იმიტომ რომ ბიზნესს მეტი უნდა დარჩეს და ბაზარი ასე "არეგულისრებს".

შეიძლება ერთ დღესაც სასწაულად კვალიფიცირებული კადრი წავიდეს და დასაქმდეს მშენებლობაზე, ან გლოვოში, იმიტომ რომ ხელფასი იქ 3000 ლარი ექნება.

და იქცეს არაკვალიფიცირებულ მუშახელად.

( თავისთავად ეგეც ტრაგედიაა).

მერე იმიტომ, რომ მართვა კარგად არ იცის ავარიაში მოხვდეს ან თავად დაიღუპოს ან სხვა დაღუპოს?

ან იმიტომ რომ ფიზიკურად შრომას მიუჩვეველია გადმოვარდეს საიდანმე?

ან სასოწარკვეთილს საერთოდ დაავიწყდეს რას აკეთებს და ან რა უნდა გაეკეთებინა?

ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორმე უნდა თვითგამოვერკვეთ, ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებების ხარა ხურს მოვეშვათ, თავში დავილაგოთ რაღაც ძალიან ცხადი ფასეულობები (აქსიომატური ჭეშმარიტებები) და ვცადოთ რამის შენება.

თან ისე, რომ ერთმანეთი არ გამოვფიტოთ და შევჭამოთ..

არც კი მინდა ბავშვზე ვისაუბრო, მე წლების წინ მოსწავლე გარდამეცვალა და მერე წლები მასწავლებლობა აღარ შემეძლო, აღარც მინდოდა, იმდენად მძიმე ამბავია.

არც ახლა შემიძლია რამის დაწერა.

არც მშობლებზე შემიძლია რამის თქმა, არ მგონია არსებობდეს სიტყვები მათი დარდის აღსაწერად ან შესაფასებლად, ან თანაგრძნობისთვის",- წერს განათლების ექსპერტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "17 წელია მასწავლებელი ვარ, მილიონგამოცდაჩაბარებული, ჰოდა, ზუსტად 2500 ლარის ნახევარი მაქვს ხელფასი" - რა წერილს აქვეყნებს ლექტორი დავით წამალაშვილი

* "ახლა მივხვდი, რატომ შემოვიდა ამდენი რუსი მარტიდან უკვე აქ - ბევრი აქ ჩამოსული რუსი, სულ არ გაქცევია რაიმე რეჟიმს, უბრალოდ ჯიბეზე ფიქრობდნენ და შემოსავალზე" - რას წერს "რუსების შემოსევაზე" განათლების ექსპერტი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786205812

ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ გია ბარამიძეს ყოველდღიურ ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, ბარამიძის...

პაატა ზაქარეიშვილი

1786202806

ახალი ამბები

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსა...

ამინდი ამინდი

1786200340

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რ...

ნინო წილოსანი

1786197779

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა. ამის შესახებ Report.az იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხ...

ფაშინიანმა და ალიევმა

1786195376

ახალი ამბები

🌦️ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში — უახლესი პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8 აგვისტოს საქართველოში ამინდი უმეტესად თბილი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველო...

გაზაფხულის ამინდი