"რას ამბობთ ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება" - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"ერთხელ დიდ ინგლისელ ფიზიკოსს-ნიუტონს სახლში სტუმრები ჰყავდა მოწვეული.

ისინი მისი მეგობრები და იმავე უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ, სადაც ნიუტონი მოღვაწეობდა. საუბარში ნიუტონმა ღმერთი ახსენა, როგორც ჩვენი სამყაროს შემქმნელი.

ამაზე ერთ-ერთი მოსაუბრე შეეკამათა:

„ რას ამბობთ ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება, ყოველგვარი ღვთიური გონების ჩარევის გარეშე!“
მასპინძელი არ შეეპასუხა.

ერთ საათში მან სტუმრები თავის სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა.

ნიუტონის კაბინეტს მზის სისტემის მოდელი ამშვენებდა.

ეს თხელი მავთულებისაგან აწყობილ გლობუსს წააგავდა.

მავთულებზე ბურთულა- პლანეტები იყო წამოცმული, ხოლო ცენტრში ნათურა-მზე. ბურთულის ირგვლივ, რომელიც ჩვენ დედამიწას წარმოადგენდა მთვარე ბრუნავდა. მავთულების მეშვეობით პლანეტების გადაადგილება და შეთავსება შეიძლებოდა.

ამ კონსტრუქციამ სტუმრები აღაფრთოვანა.

ფიზიკოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამყარო ღმერთის გარეშეც გასაგებია, ჰკითხა ნიუტონს:

„ მითხარით სად შეიძლება ვნახო ის ოსტატი, რომელმაც ეს მშვენიერი მოდელი შექმნა, მეც მინდა ჩემთვის შევუკვეთო!“

ამაზე ნიუტონმა მთელი სერიოზულობით უპასუხა:

„არავითარი ოსტატი არ არსებობს! ეს მოდელი აქ თვითონ გაჩნდა. იცით, ნელ-ნელა ეს მავთულები და ბურთულები გაჩნდნენ. ბურთულები ჯერ აქეთ-იქეთ დაგორავდნენ, შემდეგ მავთულებს წამოეცვნენ და ტრიალი დაიწყეს.“

სტუმარი დაიბნა:

„თქვენ ალბათ ხუმრობთ, ეს შეუძლებელია! თქვენი მოდელი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა იმისთვის, რომ თვითონ აწყობილიყო. ის აუცილებლად ვიღაცამ დაამზდა!“

აი, სერიოზული პასუხის დრო დადგა და ნიუტონმაც არ დააყოვნა:

„მე მგონი მე კი არა თქვენ ხუმრობთ! მითხარით რა უფრო რთულია-ამ სათამაშო მოდელის სამყარო, თუ თვით სამყარო? სულ რაღაც ერთი საათის წინ მიმტკიცებდით, რომ ჩვენ სამყაროს შემქმნელი არ ჰყავს და ყველაფერი შემთხვევით, თავისით შეიქმნა. ახლა კი მარწმუნებთ, რომ ბევრად უფრო იოლ საქმეს, სათამაშოს აწყობასაც კი, შემქმნელი სჭირდება!“,- წერს სასულიერო პირი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714807712

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზ...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი