როგორ ამინდს პროგნოზირებენ 1-2 მაისს საქართველოში

1-2 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

ქ. თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716290749

ახალი ამბები

„2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“ - კახა კალაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.  მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფ...

პოლიტიკოსეი

1716289202

სოციალური მედია

„მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები“ - ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.  „მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები და კი ვართ ასე 31 წელია ხაჭა...

ნინო ნადირაძე

1716288280

სპორტი

„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას.  „...

იტალია

1716286693

ახალი ამბები

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახალის“ ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის...

პოლიტიკოსები

1716285615

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ეხმაურება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას...

პარტია "ქართული ოცნება"