როგორ დავიცვათ თავი მაღალი სიცხისგან? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს.

მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა.

ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე. 

 
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

✔️ 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები

✔️ ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები

✔️ ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები

✔️ გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები

✔️ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები

✔️ გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე

✔️ ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები

თავი აარიდეთ სიცხეს

✔️ გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით

✔️ თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას

✔️ მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში

✔️ მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე

✔️ დარჩით/გაჩერდით ჩრდილში

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
✔️ ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.

✔️ თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.

✔️ თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.

✔️ შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.

✔️ თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.

მიმართეთ ექიმს, თუ:

✔️ დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,

✔️ განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ)

✔️ გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა

დაიმახსოვრეთ:
✔️ მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას

✔️ არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები

მზით დამწვრობის რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან:

✔️ ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.

✔️ 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:

✔️ სისუსტე

✔️ ძლიერი დაღლილობა

✔️ თავის ტკივილი

✔️ ცხელება

✔️ ინტენსიური წყურვილი

✔️ შარდის შეკავება

✔️ გულისრევა

✔️ ღებინება

✔️ ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა

✔️ დაბუჟება

✔️ კუნთების ტკივილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721023560

სოციალური მედია

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას... სულ რაღაც100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“ – ტარიელ სუარი

მუსიკოსი, ია ფარულავას ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალში მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე.  „ცოტა...

ტარიელ სუარი

1721020898

საზოგადოება

„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრებს და საქართველოს. „ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითო...

მამუკა მდინარაძე

1720990683

საზოგადოება

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წ...

ევროპის ჩემპიონი

1720988347

ახალი ამბები

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი სავარაუდოდ კედელს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720987496

ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში კონფლიქტები და ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიულ სფ...

ზოგადი