როგორ უნდა აღნიშნოთ ძველით ახალი წელი სწორად და საინტერესოდ - რიტუალები და მინიშნებები

ზოგისთვის ეს დღესასწაული საერთოდ არ არსებობს, ზოგისთვის ის მხიარული წვეულების მშვენიერი მიზეზია, ზოგი კი უბრალოდ, წინაპრებისგან დატოვებულ ტრადიციებს პატივს სცემს. 

დიახ, საქართველოში ახალი წელი ორჯერ – 1 იანვარს და არაოფიციალურად, 14 იანვარსაც აღინიშნება.

ძველ ახალ წელს ქართველების „მეკვლედ“ წმინდა ბასილი დიდი ითვლებოდა, რადგან 14 იანვარს მისი ხსენების დღეა. ამავდროულად, სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა - ანუ 14 იანვარს და ეს დღე უფლის წინადაცვეთის დღესასწულიცაა.

როგორც ცნობილია, ახალი წლის ორჯერ აღნიშვნას ორი კალენდარული სისტემა იწვევს – იულიუსის „ძველი სტილის“ კალენდარი და გრიგორიანული „ახალი სტილის”, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში IX-X საუკუნეებიდან დამკვიდრდა.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ახალმა წელმა საბჭოთა კავშირის დროს გადაფარა შობის დღესასწაული, კომუნისტებმა იულიუსის კალენდრის გრიგორიანული კალენდრით შეცვლის პარალელურად დაიწყეს ეკლესიის დევნაც და საეკლესიო დღესასწაულების გაფერმკრთალებაც.

თუმცა საქართველოში ძველით ახალ წელს დღესაც დიდი მხიარულებით ხვდებიან.

ჩვენ გიამბობთ როგორ უნდა აღნიშნოთ ძველით ახალი წელი სწორად და საინტერესოდ.

 

რიტუალები და მინიშნებები

 

ტრადიციულად, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ღორის ხორცის კერძებს, ბასილას პურებს, ქადა–ხაჭაპურებს, გოზინაყს ამზადებენ. მთავარია, კერძები კეთილი გულით და უხვად იყოს მომზადებული, რათა ოჯახში კეთილდღეობის ენერგია მიიზიდოთ.

საყვარელ ადამიანებს პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრები მიართვით, რათა გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობისთვის მომავალ წელს უხვად დაჯილდოვდეთ.

ამ დღეს ფულის ვალად აღებას ან მიცემას უნდა მოერიდოთ. მიიჩნევა, რომ ამით ფინანსურ კეთილდღეობას დაკარგავთ და იმ წელს გამუდმებით ვალში იქნებით.

„ახალ წელს როგორც შეხვდებით, ისე გაატარებთ" - ეს ძველი ახალი წლის აღნიშვნასაც ეხება. ამიტომ როგორც 1-ელ იანვარს, ამ დღესაც აუცილებელია სადღესასწაულო სუფრის გაშლა, ლამაზი სამოსის ჩაცმა და რაც მთავარია, ღიმილი და კარგი განწყობა.

ამ დღეს მოერიდეთ ხურდის დათვლას, რაც მომავალ წელს ცრემლებს მოგიტანთ.

მოერიდეთ სახლიდან ნაგვის გატანას, რათა ოჯახური ბედნიერება არ გაანიავოთ.

ამ დღეს სახლის დალაგებაც არ ღირს. უმჯობესია ეს ძველი ახალი წლის წინა დღეს გააკეთოთ.

ძველ ახალ წელს კარგ ნიშნად მიიჩნევა, თუ სტუმრად დიდი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი გეწვევათ. მას მომავალი წლისთვის კეთილდღეობა და სიხარული მოაქვს.

მომავალი წელს მარტო და მოწყენილები რომ არ იყვნენ, გოგონებს ურჩევენ დღესასწაულის მხოლოდ გოგონების კომპანიაში არ აღნიშნონ.

დაბოლოს - ძველით ახალი წელი კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენთვის ბედნიერება ვთხოვოთ დამდეგ წელს.

მრავალს დაესწარით!

წყარო: funtime

ასევე დაგაინტერესებთ:

* პრემიერი: ჩვენი დროშა აერთიანებს ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ

* "შენთან სიკვდილი საიდან მოვიდა თორიკო?" - ფილადელფიაში გარდაცვლილი ზუგდიდელი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715978003

ახალი ამბები

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...

შუქი დენი

1715976674

ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...

horo

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი

1715965210

საზოგადოება

„750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა... ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველო“ - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელო...

ნიკოლოზ მეტრეველი