"რომ არა ვარდების რევოლუცია, ახლაც გაიშნიკები იქნებოდნენ, რომლებიც თითო გაჩერებაზე 2 ლარს წაგართმევდნენ! - ცირკთან ისევ პუტანკები იდგებოდნენ! ხოლო პოლიციას ძაღლობას დაუძახებდნენ"
სამოქალაქო აქტივისტი, ყოფილი ძალოვანი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში, ვარდების რევოლუციიდან 19 წლის შემდეგ მოვლენებს აფასებს და წერს, რომ აღნიშნული რევოლუციის შემოქმედი დღეს ციხეშია, რომლის სიკვდილს არ დაუშვებენ.
"მხოლოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს თარიღი რომ არ ყოფილიყო! წარმოიდგინეთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება გადმოებარებინა ქართულ ოცნებას!
- ახლაც გაიშნიკები იქნებოდნენ, რომლებიც თითო გაჩერებაზე 2 ლარს წაგართმევდნენ!
- ახლაც შავ-თეთრი იქნებოდა ყველაფერი! ბავშვები ლამფის შუქზე ისწავლიდნენ! სკოლებში შეშის ღუმელით გათბებოდნენ და ამ შეშის ფულს თავად შეაგროვებდნენ!
- ახალგაზრდები ქურდობაზე იოცნებებდნენ! მოიპარავდნენ, საქმეებს გაარჩევდნენ, გოგოებისთვის კი ისინი ყველაზე სასურველი ტიპები იქნებოდნენ!
- დღესაც იქნებოდა კორუფციაში ჩამპალი სახელმწიფო! გაქსუებული ჩინოვნიკები ,,სტავკებს მოგიხევდნენ” ნებისმიერი საქმის გაკეთებისთვის!
- პენსია რამდენი იქნებოდა კაცმა არ იცის, მაგრამ აუცილებლად თვეობით იქნებოდა გაყინული!
- ჯარს ალბათ ისევ დახეული ფორმა ეცმეოდა და მშიერი ივლიდა!
- გზები? კაი გზებზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ნამდვილად არ გვექნებოდა!
-აჭარაში ალბათ ისევ ასლანა იქნებოდა და მისი ნებართვის გარეშე ვერაფრით გადახვიდოდით ჩოლოქს! ან რომც გადასულიყავით, რას ნახავდით იქ?
- ვერც სვანეთიდან გამოაღწევდით იქაურებთან ჩაწყობის ან გამოსასყიდის გარეშე!
- ანაკლიაში ზღვის პირას ისევ ძროხები იბალახებდნენ! არც შეყვარებულები წავიდოდნენ სიღნაღში! კახეთი კი უბრალოდ მხარე იქნებოდა, სადაც კარგი ყურძენი იკრიფება!
- საყურეებიან ბიჭებს ალბათ ისევ ყურებს აახევდნენ შავებში ჩაცმული და ჩაცუცქული ტიპები! პირსენგებიან და ტატუებიან გოგოებს კი ისევ ბოზებს დაუძახებდა ყველა! ხო მართლა, ქალაქში შორტებში გავლა ,,გრეხი” იქნებოდა!
- დუტა სხირტლაძე იქნებოდა ყველაზე გრანდიოზული შოუს, ,,ვის უნდა 20000”-ის წამყვანი!
- პოლიციას ყველა ძაღლობას დაუძახებდა!
- უნივერსიტეტში სწავლაზე ვერც კი იოცნებებდა კურდღელაურელი ან ლესიჭინელი სკოლის მოსწავლე, თუ მის ოჯახს არ ექნებოდა ჩასარიცხი ქრთამი!
- ხო მართლა, უნივერსიტეტი ისევ მხოლოდ თსუ, სოხუმის ფილიალი და გეპეი იქნებოდა, სადაც ნიშანს და ჩათვლას მარტო ახლობლობაში ან 50 ლარიდან დაგიწერდნენ!
- ცირკთან ისევ პუტანკები იდგებოდნენ! ჰო ,,ბუდვაიზერი” და ,,ლაბირინთი” ისევ მაგარ ხოდზე იქნებოდა! მათ სერიოზული კრიშები ეყოლებოდათ!
- მეცხრე ბლოკი ისევ აფეთქდებოდა ხოლმე! ახალმა თაობამ ალბათ არც იცით რა არის ეგ!
ახალმა თაობამ არც არაფერი იცით რა ხდებოდა მაშინ!
მაგიტომაც სხედხართ ახლა დანარკოზებულები და გგონიათ, რომ იმ 9 წელზე უბედური პერიოდი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში! ამიტომაც ამთავრებთ უნივერსიტეტებს და 95% თქვენგანი ან მაღაზიებში მუშაობთ კონსულტანტებად ან ქვეყნიდან გარბიხართ! კაცმა არ იცის რა ნარკოზი გაგიკეთეს ეგეთი, რომ ხმის ამოღება გეზარებათ!
კაცმა არ იცის ვინ ჩაგიდოთ ტვინში, რომ ყველაზე მაგარი ფრაზაა ,,ჩვენ აპოლიტიკურები ვართ”! კაცმა არ იცის რატომ ვერ ხვდებით, რომ ზუსტად ამ ფრაზის გამო გარბიხართ ამ ქვეყნიდან ან ვერ მუშაობთ თქვენი პროფესიით! კაცმა არ იცის რამ დაგამუნჯათ ეს თაობა ასე?
აი დანარჩენებმა კი, ვისაც გახსოვთ 2003 წლამდე საქართველო, ძალიან კარგად იცით, რომ ზუსტად ისეთ საქართველოში ვიცხოვრებდით ახლა, როგორიც ზემოთ დავწერე!
თქვენც ძალიან კარგად იცით, ვინც ქოცები ხართ! გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცით, რომ ზუსტად ამ თარიღის გამო შეიცვალა საქართველო!
საკუთარ თავთან დარჩენილებმა კარგად იცით, რომ ისტორიას ვერაფრით გადაწერთ და საბოლოო ჯამში ის თავის სიტყვას იტყვის! კარგად იცით, რომ 2003 წლის 23 ნოემბერი ეპოქალური თარიღია, 2012 წლის 1 ოქტომბერი კი სამარცხვინო ფურცელი ისტორიაში!
თქვენ კი გილოცავთ მეგობრებო! ვისაც გახსოვთ ეს თარიღი და ზუსტად აფასებთ მას! ვინც დღესაც ბოლომდე იბრძვით იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვის მაშინ ვიბრძოდით ყველანი ერთად! გილოცავთ და გისურვებთ ამ ეპოქალურ ომში გამარჯვებას!
პ.ს. და ბოლოს! ისტორიაში ნამდვილად სამარცხვინო ლაქად დარჩება ერს ის, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის მთავარი შემოქმედი, სახელმწიფოს დამფუძნებელი Mikheil Saakashvili დღეს, 19 წლის შემდეგ ციხეში ჰყავს გამოკეტილი და მზად არის მოკლას ის!
ეს უდიდესი სირცხვილი იქნება ამ თაობის და იმედია არასოდეს დავუშვებთ ამ ყველაფერს!
#თავისუფლებამიშას! ", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "სავარაუდოდ მონაზონზე სექსუალურად იძალადეს" - შსს-მ მომხდარზე ორი პირი დააკავა
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...


























