სააკაშვილი: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის

"სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატი ლიდერივით სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილის კითხვა დაუსვა, როგორ ახერხებს ფინანსურად, რომ მას უამრავი ადვოკატი და ექსპერტი იცავს, რაზედაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დედამისმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ აქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის.

„დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც „შპიგელის“ ჟურნალისტის თქმით, ჩანს მისი მხრიდან კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიის გამოხატვა და გარშემო ნივთების გადაყრა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსამართლე და პროკურორები მის პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება ჰქონდა და წამლებიც ამიტომ დაყარა.

„პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

წყარო: 1tv

ასევე დაგაინტერესებთ:

* 28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794166688

მსოფლიო

პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო

პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...

პოლონეთ

1794164908

საზოგადოება

უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია

„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...

უკრაინელი ჟურნალისტი

1794162359

საზოგადოება

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და „იმედი“ დაარბიეს, ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა

„ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და „მეინსტრიმული“ მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“...

გური სულთანიშვილი

1794158769

ახალი ამბები

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...

გოდერძის უღელტეხილი

1794158210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

ირაკლი ქადაგიშვილ