"სააკაშვილი უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს" - ნონა მამულაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს.

„დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ, რუსეთის უკანა ეზოდ. ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის, მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება.

ჩვენ დღეს ყველანი ომში ვართ, როგორც არ უნდა გვიძახოს ხელისუფლებამ, რომ ომი ავიცილეთ. ომს თავისი პირობები აქვს, მათ შორის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ტყვეობიდან დახსნასაც. მით უმეტეს იმ მოქალაქეების, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქვეყნის გარდაქმნასა და შენებაში. სწორედ ამიტომ, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას, დრო არ დაკარგონ მარიონეტულ ხელისუფლებასთან საუბრით, არამედ ესაუბრონ ამ მარიონეტების რუს ხელმძღვანელობას.

მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, ის, უბრალოდ, ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე. ამ თხოვნით მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მთავრობას, რომლებთან აქტიურ შეხვედრებსაც უმოკლეს დროში დავიწყებთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753768491

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა

„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომ...

ლევან მახაშვილი

1753767181

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია

ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია. ეშინიათ არჩევნებში შესვლის, ეშინიათ არჩევნებში არ შესვლის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და...

 რატი იონათამიშვილი

1753765472

მსოფლიო

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები შვედეთში შეხვდნენ, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში, სტოკჰოლმში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციების შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკულ დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრუ...

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში

1753735382

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ განცხადებას ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში...

უკრაინის პრეზიდენტი

1753734217

საზოგადოება

ფრიდრიხ მერცი: ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება სერიოზულ უარყოფით შედეგებს მოუტანს გერმანიის ეკონომიკას

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საქონელზე 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას, სერიოზულ უარყოფით შე...

ფრიდრიხ მერცი