სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში...მელია კი დღეს თანამდებობებს ინაწილებს" - ლევან ხაბეიშვილი

"პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა მელია ამბობდა, რომ თუ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს თანამდებობებს ინაწილებს", – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.
ხაბეიშვილის თქმით, ელოდებოდა, რომ ნიკა მელია ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა.
"ჩვენს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს.
ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე.
ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა.
გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე:
* ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება
1675098000
ემიგრაცია"ჩრდილიდან მაშინ გამოდით, როცა მზე ზენიტშია, ასე კარგად დაინახავთ, როგორ მიგატოვებენ " - ხათუნა შარაძე
"ჩრდილიდან მაშინ გამოდით, როცა მზე ზენიტშია, ასე კარგად დაინახავთ, როგორ მიგატოვებენ " - ამის შესახებ "ექსკლუზივ ტვ"-ს გენერალური დირექტორი, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს. "ს...
1675096200
ახალი ამბები"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ" - კობა ნაყოფია
"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...
1675094400
სოციალური მედიაVIDEO:"უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!" - ზურა შევარდნაძე ინდურ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს
„გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე გამომწერებს ინდოეთიდან მორიგ სიახლეებს აცნობს. ცნობილია ფლორისტი ზურა შევარდნაძე ინდურ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს. „როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებულ...
1675092600
საზოგადოება"ხაბეიშვილის მხარდამჭერო მძღოლებო, ინკასატორები, დამლაგებლებო, ანუ, ჩვენო მშრომელო და საამაყო ქართველებო, იცოდეთ, რომ თქვენ ამ ყვერულს ესირცხვილებით!" ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ჰყავთ! “კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები. “კაცს” უთხრეს, რომ არა...
1675090800
ახალი ამბებირამდენად შეიძენთ 31 იანვარს ევროს და დოლარს?
30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. საქართველოს ერ...