"სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა" - პაპუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს.

ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი;

მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი;

გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი;

სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი;

ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე;

ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;

ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე;

გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი;

სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;

მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი;

ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;

ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი;

გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი;

იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი;

ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელთა ჯგუფს 13 ოქტომბრის ჩათვლით აქვს დრო, წარმოადგინოს შეფასება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია რეგლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.

ვიცით, რომ არის ოთხი კრიტერიუმი – ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენენ შეფასებას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის შვიდკაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი.

როგორც იცით, უნდა დასახელდეს სულ მცირე შვიდი კანდიდატი, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

როგორც იცით, უმრავლესობის ფრაქციამ განაცხადა, რომ ის დასახელებამდე არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში და კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადეს, ამ შვიდი კანდიდატიდან ვის ექნება მისი მხარდაჭერა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები 27 სექტემბერს დაასახელეს.

ამავე თემაზე:

* სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის ცნობილია

* არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი

1711534125

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან. სასიხარულო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა.

ზოგადი

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი