სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონული ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი რ.ხ. მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მ.ნ.-ს, რომელმაც რ.ხ.-ს, გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რ.ხ. ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ:

* მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი - სინოპტიკოსების პროგნოზი 20 დეკემბერს

* ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753809425

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...

შალვა პაპუაშვილი

1753807851

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...

ლუკა

1753806770

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება

სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1753805201

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...

შალვა პაპუაშვილი

1753805154

საზოგადოება

გურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...

გურამ გურამიშვილი