"სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება - ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც..." - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას ავრცელებს.

"ა.წ.  26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც...

რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.

ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი",- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"კოვიდი არ გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს" - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793800742

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...

თემურ მღებრიშვილი

1793799182

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა

ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793797671

ახალი ამბები

ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამის...

ბიზნესცენტრ „დელისის

1793797549

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

კურსი

1793796074

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...

ირაკლი ხელაძე