საპატრიარქო მრევლს თხოვნით მიმართავს - რა წერია განცხადებაში?

საპატრიარქო მრევლს თხოვნით მიმართავს, 20 თებერვალს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებაში შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა.
„ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველი თეატრში გაიმართება საქველმოქმედო გალა კონცერტი - ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს.
გალა კონცერტში ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო - სოპრანო (ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი), გია გაგნიძე, ლადო ათანელი, ოთარ ჯორჯიკია, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი (მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით) თბილისის ქალთა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სხვა მონაწილენი.
სპეციალური სტუმარი იქნება მაესტრო ჯუზეპე საბატინი.
კონცერტი გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირი ეთერით 22:00 საათიდან, ასევე იქნება საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 0901900999 და მრევლს ვთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა.
ზარის ღირებულებაა 1 ლარი“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები" - რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
1756108868
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწა...
1756107166
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინ...
1756105624
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
25 აგვისტოს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან 32 გრადუსი დაფიქსირდება: ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +27 - უმეტესად მზიანი სოხუმი +30 - მზიანი ზუგდიდი +31 - მზიანი მეს...
1756104058
ახალი ამბებიქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედ...
1756101827
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კამპანია დაიწყო
ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის წინასაა...