"საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას - ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა"
"უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას - ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთანარ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წაიკითხა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს წყდება საკითხი, საქართველო აზიაა თუ ევროპა.
"საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო - უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას.
მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ.
მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაჰბარდება ისტორიას.
ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა.
ამას უკვე წინ ვერავინ აღუდგება", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ხარჩილავამ გააჟღერა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ოჯახის გამოსახლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
1787569500
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შ...
1787568395
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწ...
1787566647
ახალი ამბებისაქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
„საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მ...
1787566521
ახალი ამბებისაზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდ...
1787564866
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა მას რა თანამდებობა ეკავა თუ...































