"სენსორულ კარის სისტემა იყო არეული" - "საქართველოს ბანკი" განმარტებას ავრცელებს

"საქართველოს ბანკი" სოციალურ ქსელში ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტს ეხმაურება, რომელსაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სინჯიკაშვილის თქმით, ბანკის წარმომადგენლებმა უსახლკაროს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ შუაღამეს ის იძულებული გახდა, შენობა დაეტოვებინა.

აღნიშნულ ბრალდებებს ბანკმა უპასუხა და განცხადებასთან ერთად, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

"მოგესალმებით,

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ პოსტს.

საქართველოს ბანკს 7000-ზე მეტი ადამიანი ქმნის, ყველას გვყავს ბებია, ბაბუა, ასაკოვანი მშობელი.

ჩვენთვის ყველა ასეთი ადამიანი გულთან ძალიან ახლოს მისატანია და ყოველთვის ვცდილობთ, რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

ბებო, რომელიც ჩვენს ფილიალში რამდენიმე კვირა აფარებდა თავს, თანამშრომლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ჩვენ გუშინ ღამევე ვესაუბრეთ პოსტის ავტორს და ავუხსენით, რომ ბებოსადმი მსგავსი მოპყრობა ჩვენს ყველა ღირებულებას სცდება და ღამევე დავიწყეთ საკითხის მოკვლევა.

მივედით ფილიალში, შევამოწმეთ კარი, ვნახეთ კამერების ჩანაწერები. რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ავტომატურ და სენსორულ რეჟიმზე მომუშავე კარის სისტემა იყო არეული და პერიოდულად რჩებოდა ღია. მომხმარებლები ბარათის საშუალებითაც ვერ შედიოდნენ ფილიალში.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია მიუსაფარი ადამიანი დატოვო ღია ცის ქვეშ, ყინვაში.

სამწუხაროა, მაგრამ ასეა - საქართველოს ბანკის ფილიალებში წლებია ადამიანები ყოველდღიურად პოულობენ ღამის გასათევს, როგორც თავშესაფარს.

თითოეული ასეთი ადამიანის უკან მათი ისტორია და სულიერი ტკივილია.

გულსატკენია იმის დაშვებაც კი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, გამიზნულად ღამე ყინვაში დატოვა მოხუცებული ბებო", - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბლოგერმა, ქველმოქმედებით ცნობილმა აკა სინჯიკაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუსაფარ ბებოს, რომელიც ღამეს "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალის ფოიეში ათენებდა, ბანკის ადმინისტრაციამ გათბობა გამოურთო.

ამავე თემაზე:

"ძალიან სასწრაფოა! მოხუცი, ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში, სულ გაყინული" - რას წერს ბლოგერი

 

 

  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი

1715965210

საზოგადოება

„750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა... ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველო“ - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელო...

ნიკოლოზ მეტრეველი

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი

1715963062

ახალი ამბები

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზ...

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი