"სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში" - რას აცხადებს ფსიქოლოგი?

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა 11 წლამდე ასაკის ბავშვებში სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების ნიშნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„სექსუალურ მოძალადეს თავისი განზრახვის აღსრულება ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძლია. ის კარგად გეგმავს დანაშაულს და კარგად იცის როგორ გაიტყუოს და დაიყოლიოს ბავშვი.სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. ამ ყველაფრისგან ბავშვს იცავს ცოდნა, ინფორმაცია საფრთხის შემცველი ქცევის შესახებ, რაც სექსუალური განათლების ნაწილია.

Grooming -ის (სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების) ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში:

📌 სექსუალურ ურთიერთობაზე ბავშვის დაყოლიების (Grooming) მცდელობისას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ბავშვს აქვს საჩუქრები, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნის, მალავს, თავს არიდებს ამ საკითხზე საუბარს, გამოხატავს შიშს ან ბრაზს

📌 იღებს უამრავ შეტყობინებას პირისგან, რომელსაც მხოლოდ ონლაინ იცნობს

📌 ბევრს საუბრობს მასზე ასაკით უფროს ადამიანთან (შესაძლოა არასრულწლოვანთანაც) და სურს მასთან დროის დიდი ნაწილი გაატაროს

📌 სურს მარტო წავიდეს შეხვედრაზე კონკრეტულ ზრდასრულ ან ხანდაზმულ პირთან

📌 არ სურს ისაუბროს იმაზე თუ რა ხდება ასეთ შეხვედრაზე

📌 არ გიზიარებთ, აღარ გიყვებათ თავისი დღის შთაბეჭდილებებისა და შეხვედრების შესახებ

📌 მეტისმეტად დიდ დროს ატარებს საკუთარ ოთახში

📌 (ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა)

Grooming -ის ნიშნები მოზარდებში:

📌 აქვს ძვირფასი საჩუქრები (ტანსაცმელი, სამკაული, მობილური ტელეფონი ან სხვა სახის აქსესუარები), რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნის, მალავს, იტყუება ან ღიზიანდება როცა ამ საკითხზე შეკითხვას უსვამთ

📌 აცდენს სკოლას ან სპორტულ აქტივობებს

📌 ნაკლებ დროს ატარებს თანატოლებთან ან უეცრად იცვლის სამეგობრო წრეს, თუმცა არ გიმხელთ და არ გესაუბრებათ ახალ კავშირებზე

📌 იღებს უამრავ შეტყბინებას პირისგან, რომელსაც მხოლოდ ონლაინ იცნობს

ზოგჯერ ე. წ. Grooming მშობლებზე და ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მშობელი (აღმზრდელი) ყურადღებით უნდა იყოს და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს:

📌 თუ უფროსი ადამიანი, რომლის არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს, თუნდაც ოჯახისთვის ნაცნობი პირი, გთავაზობთ, რომ ბავშვს წაიყვანს სპორტზე ან გაასეირნებს ან დაიტოვებს თავისთან სახლში

📌 თუ გთავაზოთ, რომ ამეცადინებს ბავშვს მაშინ როცა ეს მისი ვალდებულება არ არის

📌 თუ ყიდულობს საჩუქრებს თქვენი ოჯახისათვის

📌 თუ უსასყიდლოდ გთავაზობთ რაიმე სახის სერვისს - რემონტი, ბაღის მოვლა ან სხვა

📌 თუ ავლენს ინტერესს ბავშვის ცხოვრების მიმართ - რას საქმიანობს, როგორ სწავლობს, რა დამატებით აქტივობებშია ჩართული და ა. შ.

📌 თუ უხვად გაჯილოდებთ კომპლიმენტებით - რომ კარგი მეოჯახე ან მშობელი ხართ

📌 თუ თამაშოს ბავშვთან და ამ დროს მას ეხება ფიზიკურად, თუმცა არასექსუალურად, რითაც თქვენც და ბავშვსაც გარწმუნებთ მისი ზრახვების „უმანკოებაში“

📌 თუ მეტი დამაჯერებლობისათვის იწყებს ფლირტს ან ცდილობს რომანის გაბმას ბავშვის მშობელთან.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა.

არსებობს ბავშვით დაინტერესებული სექსუალური მოძალადის 3 ტიპი:

✔️ ე. წ. მანიპულატორები, ბავშვის მისაზიდად იყენებენ ყურადღების გამოხატვას, საჩუქრებს. ძალადობისთვის სამზადისში, ხშირად ბევრ დროს ახარჯავენ თავიანთ მსხვერპლზე „ზრუნვას“. მათ შეიძლება გამოიყენონ მუქარა, შანტაჟი და ფიზიკური ძალადობა, რათა თავიდან აიცილონ გამჟღავნება, მხილება

✔️ „ჩაკეტილი“ (Introverted) - ისინი მოკლებულნი არიან „მაცდუნებელთა“ უნარს, გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბონ ბავშვებთან. მათ მინიმუმამდე დაჰყავთ მსხვერპლებთან ვერბალური კონტაქტი და სექსუალური ურთიერთობების დამყარებას უცნობ ან ძალიან პატარა ბავშვებთან ცდილობენ, (ძირითადად საფრთხეს ქმნიან ბავშვთა თავშეყრის ადგილებში - სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსის ეზო, პარკი, სათამაშო მოედანი და სხვა)

✔️ „მოძალადე-სადისტები“ - ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ჯგუფი, რომლებსაც სექსუალურად აინტერესებთ ბავშვები, მაგრამ, ამავე დროს, სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მსხვერპლისთვის ტკივილის მიყენებით. მოძალადეთა სწორედ ამ ტიპისთვის არის დამახასიათებელი ძალის გამოყენება ბავშვის დაუფლების მიზნით, აგრეთვე მსხვერპლის გატაცება და მკვლელობა“, - აცხადებს ცირამუა.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი 16 მარტს, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792260769

მსოფლიო

„ჰუსიტებმა“ 159 პროსამთავრობო მებრძოლი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ მთავრობის მომხრე 159 მებრძოლის გაათავისუფლეს. პატიმრები ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გასულ თვეში, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შედეგად ტერიტორიების მნიშვნელოვა...

ჰუსიტები ჰუსიტევი

1792258977

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს

„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამ...

რევაზ სოხაძ

1792258305

ახალი ამბები

ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია!

ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქ...

ზურაბ მსხალაძე

1792257947

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1792256436

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად

 „ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერ პირ...

რევაზ სოხაძე