"შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა" - 10-ზე მეტი NGO შსს-ს მიმართავს

ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, "შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა".

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არაერთხელ მომხდარა ამ დრომდეც დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით.

"წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება...

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

"ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა";

"დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები";

"დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს".

განცხადებას ხელს აწერენ:

* საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
* საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

* უფლებები საქართველო

* წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
* საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
* სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

* ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
* ქალთა ფონდი საქართველოში
* საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

* სოციალური სამართლიანობის ცენტრი
* ღია საზოგადოების ფონდი
* მწვანე ალტერნატივა

* საქართველოს სასამართლოს გუშაგი
* ადამიანის უფლებათა ცენტრი
* საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ცნობისთვის, წუხელ 2 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი" - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები