„თბილისური დღეები მილანში“ - საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტის გამარჯვებული იტალიაში ინგა მჭედლიშვილი გახდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ!!! 

ინფორმაციას გამარჯვებულების შესახებ, „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia“ ავრცელებს

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილ პროექტების და სამოქმედო გეგმების აქტუალობას და მასშტაბურობას, ასევე, კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 71 პროექტიდან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა 18-მა პროექტმა:

📌 „ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ - ფოტოგამოფენა საგანძური“ - რუსუდან ზაზაშვილი (ავსტრიის რესპუბლიკა);

📌 „სპიჩის“ ინგლისურენოვანი ვებ-გვერდი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მასტერკლასები“ - ზურაბ ქათამაძე (ამერიკის შეერთებული შტატები);

📌 საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „საზეიმო გალაკონცერტი“ - ბექა გოგინაშვილი (ამერიკის შეერთებული შტატები);

📌 „ნიუ-იორკის ქართული ჰანგები" - ფიქრია ბარბაქაძე (ამერიკის შეერთებული შტატები);

📌 „ქართული აკადემიური მუსიკის პოპულარიზაცია/საქართველოს მშვიდობიანი მისია მსოფლიოში“ - მაია შიოშვილი (ამერიკის შეერთებული შტატები);

📌 „დაიმკვიდრე მომავალი" - ანა ნანუაშვილი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა);

📌 „ქართლის ცხოვრების“ ორი თხზულების ხელნაწერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“ - თამარ ლაცაბიძე (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო);

📌 „ქართული სპორტი ევროპაში“ - ბერდია ლიპარტელიანი (ესპანეთის სამეფო);

📌 „აფხაზეული“ - ნანატა ფერაძე-ჰამმერინ (ესტონეთის რესპუბლიკა);

📌 „ინტერნეტ-სამაუწყებლო პლატფორმა „Diaspora TV” - დავიდ ალონ (ისრაელის სახელმწიფო);

📌 „ქართული კულტურის ცენტრის/ბიბლიოთეკის დაარსება“ - ნუნუ ავგროზაშვილი (ირლანდიის რესპუბლიკა);

📌 „თბილისური დღეები მილანში“ - ინგა მჭედლიშვილი (იტალიის რესპუბლიკა);

📌 „კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის აქტივობების გაშლა კანადის მასშტაბით, საქართველოში კანადური ბიზნეს ინტერესების მოზიდვის მიზნით“ - დავით ირემაძე (კანადა);

📌 „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა 1918-1921 წწ.“ - გიორგი ჯანელიძე (საბერძნეთის რესპუბლიკა);

📌 „ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის მუდმივმოქმედი სცენის მოწყობა“ - ნიკოლოზ გავრიელიდი (საბერძნეთის რესპუბლიკა);

📌 „გზამკვლევი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის“ - რევაზ კიკნაძე (საბერძნეთის რესპუბლიკა);

📌 „წარმატებების ფორმულა" - ქეთევან ბაღათურია (შვედეთის სამეფო);

📌 „თბილისობა შვეიცარიაში 2022“ - ენრიკე გიორგი ცბინდენი (შვეიცარიის კონფედერაცია).

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული: მარიამ რურუა - ავსტრიის რესპუბლიკა, ალექსანდრე ქიზიყურაშვილი - ბელგიის სამეფო, თამარი ახალაძე - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გვანცა შაორშაძე - დანიის სამეფო, მარიამ ხოკერაშვილი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ნატალი ჩხიტუნიძე - ესპანეთის სამეფო, გიორგი მჭედლიშვილი - ესტონეთის რესპუბლიკა, კარლო კოვზანაძე - ირლანდიის რესპუბლიკა, გიორგი კოჩობაშვილი - ისრაელის სახელმწიფო, სოფიკო გეგეჭკორი - კორეა, მაკა ბერულავა - ლიეტუვა, თამარ მნათობიშვილი - ნიდერლანდების სამეფო, თორნიკე ცირეკიძე - პოლონეთის რესპუბლიკა, გიორგი პაპავა - საბერძნეთის რესპუბლიკა, სოფიო ბაქანიძე - საფრანგეთის რესპუბლიკა, თამუნა ჯაფარიძე - უნგრეთი.

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 26 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული: მაყვალა ასლამაზაშვილი - ანსამბლი „იმედი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა); რუსუდან გალდავა - ანსამბლი „ფესვები“ (ამერიკის შეერთებული შტატები); ალექსანდრე სავანელი - ანსამბლი „მედეა“ (ბელგიის სამეფო); თინათინ დათაშვილი - ანსამბლი :ჯეომიქსი“ (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); ვერიკო გერგედავა - ანსამბლი „ზეკარი“ (ესპანეთის სამეფო); ნურულლაჰ ილდირიმი - ბენდი „რირაში“ (თურქეთის რესპუბლიკა); რუსუდან საბაძე - ანსამბლი „საქართველო“ (საბერძნეთის რესპუბლიკა); ხათუნა ლობჯანიძე - ანსამბლი „არმაზელები“ (საბერძნეთის რესპუბლიკა); ანა კურტანიძე - ანსამბლი „ნანტ-თბილისი“ (საფრანგეთის რესპუბლიკა); ზვიად აბულაძე - ანსამბლი „სურვილი“ (ყაზახეთის რესპუბლიკა).

ExclusivetTv საქართველოს საზღვრებს მიღმა მყოფ თანამემამულეებს პროექტში გამარჯვებას ულოცავს და  უსურვებს წარმატებას!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714112840

სოციალური მედია

„თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს, ისინი მალე, მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვე...

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

1714075598

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/...

წყალი

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი