"ცხადია, რომ "ნაცმოძრაობაში" არჩევნები გაყალბდა. შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

"ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა - თავმჯდომარე ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს?!", - ასე ეხმაურება ფაქტს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ სხვა პარტიის წევრებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა, სანდრო რაქვიაშვილის „ფეისბუკ“ გვერდზე დადებული ვიდეოდანაც ჩანს, სადაც ის ხმას აძლევს.

"მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ "ნაცმოძრაობაში" არჩევნები გაყალბდა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“.

არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუკგვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს.

შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ შემთხვევით თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია.

ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ელექტრონული არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი