ყოფილი ცოლის სახლთან ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული, იქიდან აიღო იარაღი და დაიწყო სროლა - თვითმხილველი საგარეჯოზე

საგარეჯოში შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები განახლდა. სამართალდამცავები თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის მეგობრებსა და მეზობლებსა კითხავენ.

ერთ-ერთი მეზობელი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ნოდარ ავთუაშვილმა სროლა ყოფილი ცოლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, ავთუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი ნაქირავები ავტოფარეხიდან აიღო, თავდაპირველად რამდენჯერმე გასროლა ყოფილი მეუღლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა, რის შემდეგაც მესამე სართულზე, საცხოვრებელ სახლში ავიდა.

"მეუღლის სახლიდან ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, ჩემს უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველ კორპუსთან დაიწყო სროლა. ჯერ გარეთ ისროდა, მერე მივიდა თავის სახლში და მესამე სართულიდან დაიწყო სროლა", - ამბობს თვითმხილველი. 
მისივე თქმით, წარსულში კაცი ყოფილ ცოლზე ძალადობდა.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  

🔵"შეხედეთ ჩემს თმას ახლა. არც თმა მქონდა არც წარბი და არც წამწამი. სამაგიეროდ მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…" - მარიამ სირბილაძე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე