"7 წლის ბავშვს, მავთულით ახრჩობდნენ სკოლის ტერიტორიაზე, კისერზე ნაჭდევის კვალი აქვს. ამის შემდეგ კლასის დამრიგებელმა მას სახეში გაარტყა! - ხშირად სცემენ საქართველოში, სკოლის ტერიტორიაზე ბავშვებს და ამიტომ არ აქვთ რეაქცია! მთავარია, ხომ გადარჩა?"

ჟურნალისტი თამო კეშელავა, საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ უმძიმეს ამბავზე, სოციალურ ქსელში წერს:

"SOS! გიამბობთ ისტორიას იმაზე, 7 წლის ბავშვს როგორ დაუპირისპირდა სისტემა!

წავიდა ერთ დღეს სკოლაში, სადაც მოხდა კონფლიქტი თანატოლებთან, ამბობს, რომ მავთულით ახრჩობდნენ სკოლის ტერიტორიაზე, ამბობს, რომ ვერ ამოისუნთქა, ეგონა, იხრჩობოდა, კისერზე ნაჭდევის კვალი აქვს.

ამბობს, რომ ამის შემდეგ კლასის დამრიგებელმა მას სახეში გაარტყა!

ხომ არ გგონიათ ეს გუშინ მოხდა, ან 2 დღის წინ, ან დღეს დილით? არა, 21 დღის წინ მოხდა ეს ამბავი...

ახლა, გაიფიქრებთ, რომ მხოლოდ ერთი მხარის მონაყოლით ვიწყებ მსჯელობას და - არა. პირიქით, მხოლოდ მასწავლებლის, დირექტორის და რესურსცენტრის თანამშრომელთა სიტყვებზე დაყრდნობით განვიხილოთ.

მოვუსმინე დამრიგებელს, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებასთან აკეთებს კომენტარს, შემთხვევიდან 20 დღის მერე, როცა ამბავი ჟურნალისტებამდე მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ კლასის დამრიგებელს 20 დღე, მთელი 20 დღე ჰქონდა საკუთარ თავთან, ფსიქოლოგთან, თუ იურისტთან სასაუბროდ, იწყებს საქმის გარჩევით, მე იქ არ ვიყავიო, მაგრამ ჩხუბი ამ ბავშვს დაუწყია და მეორემ პასუხი გასცაო... მოსამართლეა და თან ნათელმხილველი მოსამართლე, იქ არ იყო, მაგრამ იცის ჩხუბი ვინ დაიწყო, თითქოს რამე გამართლება ჰქონდეს ამას.

რას ამბობს ეს მასწავლებელი ამით?

რომ თუ თქვენ შვილს, დავუშვათ, ხელი დაარტყეს, უფლება აქვს, აიღოს მავთული და იმ ბავშვის დახრჩობა სცადოს?

ან, პირიქით, თქვენი შვილის დახრჩობა სცადონ?

რომ დახრჩობას და ძალადობას მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?

ბავშვების სახელები კამერებთან ღიად დაასახელა, 7 წლის ბავშვების სახელები და ვერც მიხვდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, არ უპასუხა კითხვას, გაარტყა თუ არა მოსწავლეს.

ბავშვების სახელების დასახელების უფლება მაქვს და იმის თქმის უფლება არა მაქვს, ვცემე თუ არა მოსწავლეო...

მასწავლებელი ჰყვება, მეო, მერე მივედიო, ესენი ორივე შევიყვანე კლასშიო და ეს ბავშვი, რომელსაც, კისერზე აქვს დაზიანებები, უკმაყოფილო იყოო... კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო, თურმე... და იმ მეორე ბავშვის დასჯას ითხოვდაო...

მაქვს ვარაუდი, სწორედ ამ დროს გაარტყა ხელი...

მასწავლებელმა, ეგ დაზიანება კისერზე ფოტოზე ჩანს დიდი, თორემ, ისე ძალიან პატარა იყო, ასე 3 სანტიმეტრიო...
ფოტოზე რომ ჩანს დაზიანება მთელ კისერზე, ეგ არის 3 სანტიმეტრი და ფოტოზე "გაიზარდაო."

ხომ გეგონათ, რომ იქ დამთავრდა მისი მასწავლებლობა, როცა თქვა, მე კი არ დამინახავს, მაგრამ ჩხუბი ამან დაიწყო და იმიტომ ახრჩობდნენო?

და აგერ, მეორე ფრაზა, დამთავრებული მასწავლებლის მეორედ დამამთავრებელი.

ჯერ ერთი, 1 მილიმეტრიანი დაზიანებაც დაზიანებაა, რომელი ექსპერტი ეგაა რომ დაზიანების ხარისხი განსაზღვროს, თან კისერზე.

მეორე - დავუშვათ, მართლაც 3 სანტიმეტრი იყო დაზიანება, აიღეთ სახაზავი და ნახეთ რამხელაა 3 სანტიმეტრი, ადამიანებო! ზოგ ბავშვს 3 სანტიმეტრი ცხვირიც არ აქვს, ზოგის თვალი 2 სანტიმეტრზე მეტი არაა, სმენის დაზიანება შეიძლება 3 სანტიმეტრიანი საგნით...

და რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, იგი ზომით არ განისაზღვრება და ხრჩობა ჯანმრთელობის დაზიანების კი არა, სიცოცხლის ხელყოფის საფრხეა.

იგებს დედა, მიდის სკოლაში, დამრიგებელი იქეთ მიყვიროდაო, ჰყვება, სკოლიდან წასვლაც მომთხოვაო, მას შემდეგ ბავშვს, რომელსაც ადრე ხელზე აწერდა 10-იანებს, აიგნორებდა და კლასელებში ეუბნებოდა, დედაშენი მეჩხუბაო.

მივიდა დედა დირექტორთან.

როგორ გგონიათ, რა მოხდა? წამოხდა დირექტორი, მოგიკვდიო შვილოო, დაახვია ექიმები, მოიყვანა ფსიქოლოგები, შესთავაზა ექსპერტიზა, დარეკა პოლიციაში, მოიწვია კოლექტივი, დარეკა განათლების სამინისტროში?

არა, არც ერთი.

დირექტორმა მშობლის განცხადებაც კი არ ატვირთა სპეციალურ პორტალზე განათლების სამინისტროსთვის. ამბობს, ინტერნეტი არ მქონდა, იმიტომ რომ დენი გამოირთოო.

საწყალი, არც მობილური ინტერნეტი ჰქონდა.

მთელი 20 დღე გავიდა თან ამის მერე, არ დაგავიწყდეთ.

ისევ სკოლის დირექტორი, კითხვას, სცემა თუ არა მასწავლებელმა ბავშვი ასე პასუხობს: მე როგორც ვიციო, ბავშვი უბრალოდ დასვა სკამზეო.

დასვა სკამზე რას ნიშნავს? "მოსვა"? რას ნიშნავს დასვა სკამზე? ხელით შეეხო და დაჯდომა აიძულა ბავშვს, რომელმაც სიკვდილს ჩახედა თვალებში?

ექიმი არ გამოიძახა ადგილზე, არც ფსიქოლოგი, შეშინებული, დაზაფრული, დარჩობას გადარჩენილი ბავშვი ფიზიკური იძულებით დასვა, "მოსვა"?

სწორედ დირექტორის და დამრიგებლის მოსმენის შემდეგ, მაქვს ეჭვი, რომ კი, მასწავლებელმა ატირებული, შეშინებული ბავშვი სცემა, რომ "გაეჩერებია"!

თუმცა, დავუშვათ, ასე არ იყო და დირექტორია მართალი, ანუ, მეორე ზრდასრული ადამიანი, ამტკიცებს, რომ ხრჩობას გადარჩენილი, შეშინებული, დაზაფრული ბავშვი, იძულებით უნდა დასვა სკამზე და გააგრძელო გაკვეთილი!

კი, მეტის ღირსნი ვართ!

ასე ამტკიცებდა 2 კვირის წინაც ბათუმში სკოლის დირექტორი, კი არ ვცემეთ ის ბავშვი, ვინც რუსული დროშა ჩამოგვიხია, ხელი მოვკიდეთ სახეში და შემოვატრიალეთო!

ეს მაგარი ისწავლეს, არ გვიცემია, ისე, ხელით მოვკიდეთ და დავსვით, ხელი მოვკიდეთ სახეში და შემოვატრიალეთ!

გგონიათ, მარაზმი აქ მთავრდება?

მშობელი მიდის რესურსცენტრში, თურმე.

რესურსცენტრის თანამშრომელი ჟურნალისტთან ჰყვება - კიო, იყოო, აი, რაღაცა ფოტო მაჩვენაო, რაღაცაო, მაგრამ ამ ფოტომ ისე კი შემზარაო და გადავამისამართე უკან სკოლაშიო...

რაღაცა ფოტო ნახა და არ გამოუკითხია დეტალები, მიაბრუნა სკოლაში, იმ სკოლაში, სადაც 20 დღეა სამართალი კი არა, თანაგრძნობა ვერ ნახა ოჯახმა.

რესურს-ცენტრმაც ვერაფერი დაინახა შემაშფოთებელი, ეტყობა, ეტყობა, იმასაც არ ეყო დაზიანების სიდიდე.

ნეტავ რა ზომის დაზიანება უნდა ჰქონდეს ბავშვს მიყენებული, რამდენია განათლების სამინისტროს "პროტოკოლი"?

რამდენი სანტიმეტრით უნდა იყოს დაზიანებული ბავშვის სხეული, რომ გატოკდნენ?

გამიჩნდა ეჭვი, რომ რესურსცენტრი მსგავს ხშირად ხედავს, რომ ხშირად სცემენ საქართველოში, სკოლის ტერიტორიაზე ბავშვებს და ამიტომ არ აქვს რეაქცია! მთავარია, ხომ გადარჩა?

რესურსცენტრი არც თავად ერევა და პოლიციასაც არ მიმართავს!

ახლა იკითხავთ, რატომ აფარებენ, აბა, ეგეთ მასწავლებლებს ხელსო. და მერე, არჩევნები? ჰა? სკოლის გადაკიდება არაა მომგებიანი საქმე სისტემისთვის. თან არც გახმაურება უნდათ და ერთი მასწავლებელი რომ დასაჯონ ასეთი ქმედებისთვის, ხომ სხვა მშობლებიც ამოიღებენ ხმას?

ხშირად სცემენ ბავშვებს და სამინისტრო არ ტოკდება, აი, როცა ვინმეს მოკლავენ, მერე ისევ მშობლებს დააბრალებენ, ოჯახებს, ისევ ბავშვებს დააბრალებენ...

ამასობაში, მანდატური დადის გაფხორილი და კითხვას, არიან თუ არა ბავშვები დაცულად სკოლის ტერიტორიაზე, არ პასუხობს, მეო მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მევალებაო.

პარალელურად, დამრიგებელი და დირექტორი, ერთ ჟურნალისტთან ერთს ამბობენ, მეორესთან - მეორეს, მესამესთან - მესამეს!

ეს რომ დავწერე, მერეღა გავიგე, რომ ბავშვის შესაძლებლობები და გადმოცემის უნარი არ მოსწონს, თურმე, პედაგოგს.

სიმთვრალესავითაა ეგ, როგორც სიმთვრალეა დამამძიმებელი გარემოება, აქაც, თუ დამრიგებელს ჰგონია, რომ ასეთი პრობლემაა, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა უნდა ეთხოვა, იქნებ ვერ ხსნის ფიზიკურ ჩივილს? და ფსიქოლოგიც ეგრევე უნდა მოეთხოვა დირექციისგან. ასე რომ, აქაც, ბავშვის დამცირება სცადა და თავად დაიმძიმა მდგომარეობა!

რამდენიმე სახის დანაშაული იკვეთება ერთად და ყველა მათგანი იკვეთება სწორედ სკოლის დირექტორის, მასწავლებლის და რესურსცენტრის თანამშრომლის საუბრებიდან.

დაზიანება, რომელიც ბავშვს აქვს, ძალიან სახიათო ადგილზეა მიყენებული და დაუზიანდა თუ არა მას ყელში რამე, ამას იქვე, გარედან შეხედვით ვერავინ მიხვდებოდა, მასწავლებელს სკოლის ექიმთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გამომდინარე იქედან, რომ გარდა ფიზიკურისა, თავად მასწავლებელი ჰყვება, რომ ბავშვი იყო ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში, აუცილებლად უნდა ჩაერთოთ ფსიქოლოგი, რაც ასევე არ გააკეთეს.

არ რეაგირებს დირექტორი.

არ აგზავნიან მშობლის განცხადებას სამინისტროში.

არ რეაგირებს რესურსცენტრი.

დირექტორი არც მაშინ რეაგირებს, როცა მასწავლებელი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ბავშვის დაზიანება იყო პატარა, 3 სანტიმეტრის და გადაწყვიტა, რომ ეს არაფერია.

არც განათლების სამინისტრო რეაგირებს ამაზე.

განათლების სამინისტრო არ რეაგირებს დირექტორის განცხადებაზე, რომ მან იცის, კონფლიქტის შემდეგ, მასწავლებელმა შეშინებული ბავშვი "უბრალოდ სკამზე დასვა", თორემ, კი არ ცემა.

არ სცემა? აბა? ფიზიკური იძულებით დასვა სკამზე 7 წლის ბავშვი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დიდი სტრესი მიიღო? ცემაა ეგ, აბა, რა არის?

ერთი უბედურებაა რომ არ რეაგირებენ და მეორე უბედურებაა, აქეთ რომ ესხმიან 7 წლის ბავშვს თავს, მისი ბრალი რომ ყოფილა, რომ ახრჩობდნენ და ადგილზე არავინ იყო, მისი ბრალი რომ ყოფილა, როცა აღელდა დახრჩობას გადარჩენილი, როგორ გაბედა და შეეშინდა დახრჩობის, როგორ გაბედა და ინერვიულა...

და შემდეგ ეს "როგორ გაბედა", გრძელდება 20 დღე.

ნაცვლად იმისა, რომ მის რეაბილიტაციაზე ეზრუნათ, 20 დღე უწევს თავის მართლება, "როგორ გაბედა" და მასწავლებლის სიტყვა ეწყინა და გარტყმული ხელი ეტკინა.

აუცილებლად იქნება ვიღაც მშობელი, რომელიც იტყვის, რომ ეს მასწავლებელი მცოდნეა.
რა გინდათ ასწავლონ მასწავლებლებმა თქვენს შვილებს?

გამრავლების ტაბულა? ისე, ძილშიც რომ ახსოვდეთ? - კალკულატური გამოგონებულია უკვე, არ იდარდოთ.
რა უნდა ასწავლოს ბავშვს კარგმა მასწავლებელმა, ჩრდილოეთი და სამხრეთი? რომელი უშვებთ შვილს უკაცრიელ კუნძულზე?

რა გინდათ ასწავლონ? უმოქმედობა, დანაშაულის დაფარვა, შეშინებული ბავშვების ცემა? ბავშვების შეურაცხყოფა და დაცინვა?

როგორც ვხედავ, განათლების სამინისტროს არ ხელეწიფება და არც სურვილი აქვს ამ და მსგავსი საქმეების კონტროლის, სისულელეა, რომ არ იცოდა, იმ დღესვე თუ არა, მერე ხომ აიტვირთა დედის განცხადება? რესურსცენტრშიც ხომ იყო დედა?

21-ე დღეს, მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ისტორიის დეტალები, შსს-მ დაიწყო გამოკითხვის პროცესი. ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ თქვათ, ვერაფერი დავამტკიცეთო, დირექტორმაც, მასწვალებელმაც და რესურსცენტრის თანამშრომელმაც ღიად დაადასტურეს ბრალი ინტერვიუებში!

წარმოუდგენელია, განათლების სამინისტროს ამხელა სისტემა 21 დღეა 7 წლის ბავშვს ეომება და ვერ მოუგო.
და არ მოვაგებინოთ!

ბათუმში იმ ბავშვმა, რომელიც რუსული დროშის ჩამოხსნის გამო სცემეს სკოლაში და მერე მასწავლებელი ჰყვებოდა, უბრალოდ სახეში მოვკიდე ხელი და შემოვატრიალეო, დატოვა ის სკოლა და სხვა სკოლაში გადავიდა!

უამრავი ბავშვია, რომელიც თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს.

უამრავი დედა ვეღარ ბედავს მერე ხმის ამოღებას.

და მაინც, ხმის ამოღების შიშზე მეტად იცით რა არის საშიში? რომ ამ მასწავლებელს შეუძლია ბავშვები და მათი მშობლები დააჯეროს, რომ თუ ბავშვი გადარჩა, დაზიანება არაფერია, ხმაც არ უნდა ამოიღოს ბავშვმა, შიშის გამოხატვაც არ უნდა გაბედოს, თორემ, გაულაწუნებს და ამას სკამზე დასმას დაარქმევს.

ამას წინათ ვწერდი, რომ ჩვენ შვილებს ყოველ დღე უწევთ ბრძოლა თავის გადასარჩენად და ამაზე ნათელი მაგალითი რა იქნება.

არ უნდა მოვაგებინოთ სისტემას ეს ომი.

ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მეგობრების, ჩვენი დაიკოების და ძამიკოების შვლებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. იმათთვის, ვისაც მსგავსი, ან უარესი შეემთხვა, მაგრამ ხმას არ იღებს, რადგან არ შეუძლია ომი, არ აქვს სისტემასთან ომის მოგების იმედი.

ხომ იცით, ხშირად არ გთხოვთ გაზიარებას, ახლა გთხოვთ, გააზიარეთ, სულ ერთია სად ხართ, გურჯაანში, თუ თბილისში, მადრიდში, თუ რომში, მესტიაში, თუ ჩოხატაურში, ბერლინში, თუ პარიზში - სულ ერთია სად ხართ ახლა და რას აკეთებთ, რადგან არაფერს აქვს ფასი ჩვენი შვილების სიცოცხლის გარეშე.

გააზიარეთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ თქვენ ერთს რა შეგიძლიათ, მაგრამ არასოდეს იცით, ვინ წაიკითხავს თქვენ გაზიარებულს, ამ ბავშვს ახლა ყველას მხარდაჭერა სჭირდება.

გააზიარეთ, ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ და ჩვენ ვიცით!

ვაჩვენოთ, რომ ვიცით, რა გააკეთეს, რას აკეთებენ და რის გაკეთებას აპირებენ!

ვაჩვენოთ, რომ არ მივცემთ ამის უფლებას!

ვაჩვენოთ, რომ თუ უკან არ დაიხევენ, ომი მხოლოდ ერთ, 7 წლის ბავშვთან არ გაგრძელდება და ჩვენთანაც მოუწევთ ომი", - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. მეორე კლასის მოსწავლის დედის მტკიცებით, ძალადობის გარდა, დღემდე არ წყდება არასრულწლოვანის ბულინგიც.

მშობელი ჰყვება, რომ მის შვილსა და ორ თანაკლასელს შორის კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა კლასელმა მოზარდს ყელის არეში დაზიანება, მავთულით მიაყენა. დედის მტკიცებით, კლასის დამრიგებელი ისევ დაზარალებულ მოსწავლეს გაუსწორდა და სახეში სილა გაარტყა.

არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ რეაგირების ნაცვლად, მოსწავლეზე ზეწოლას ახლა უკვე დირექტორიც ახორციელებს და მისი წაქეზებით, კლასელები მოზარდს ვიდეოებს უღებენ.

სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მშობლის მიმართვის საფუძველზე, დაწყებულია საქმის წარმოება და საკითხზე, რამდენიმე დღეში, დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* ადვოკატები ამბობენ, რომ მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირებიდან ერთ-ერთი, პოლიციისა და პროკურატურის აგენტ-პროვოკატორია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756307922

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით

 „მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა...

ირაკლი კირცხალია

1756302971

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში

„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...

 მიხეილ სარჯველაძე

1756302534

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...

დონალდ ტრამპი

1756300477

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1756298736

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი

„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...

ლევან მაჭავარიანი