ახლა კი ვარ ფრანკფურტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერი", მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორ შემიგროვებია ჯართი ბებოსთან ერთად, როგორ მიზიდია მასთან ერთად ტყიდან შეშა, როგორ ვყოფილვარ ზოგჯერ მშიერი - ემიგრანტი გერმანიიდან

გერმანიაში, ემიგრაციაში წასული ქართველი ჟურნალისტი, სოფო კორტავა, უცხო ქვეყანაში მიღწეულ წარმატებაზე, ერთ-ერთ წინა სტატიაში exclusivetv-ს უკვე ესაუბრა.

სოფომ, განათლება გერმანიაში მიიღო და ახლა წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში საქმიანობას, უკვე საკუთარი პროფესიით.

"ტურიზმი,  გერმანულ ბაზარზე ის მიმართულებაა, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითქმის ყველა დეტალს და რიგი საკითხები ამ მხრივ, განათლების მიღების დროს იმდენად გაწელილი და გაზვიადებული მეჩვენებოდა,  რომ სწვალის პროცესში ურთულეს გამოწვევად მიმაჩნდა...

ჩემი ევროპული,  პროფესიული განათლება სასტუმროს სფეროს ეხება და სამწლიანმა გზამ, რომელიც ბლოკებად იყო დაყოფილი (ორი კვირა პრაქტიკა და ერთი კვირა თეორია) მაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში მომსახურების სფერო უმაღლეს დონეზეა. კვების ანალიტიკა - საგანი  რომელიც ჩემთვის ჯოჯოხეთის გზასთან ასოცირდება (ენიდან გამომდინარე), სხვადასხვა კატეგორიად იყო დაყოფილი: მახსენდება ალერგიიის თემა, რომელსაც თითქმის ერთი კვირა გავდიოდი, ქვეყანა და ყველა დამსაქმებელი ორგანიზაცია მკაცრად იცავს დაწესებულ სტანდარტებსა და კანონებს ამიტომ სწავლის პროცესში დიდი დრო ეთმობა ამ თემას, უმაღლეს დონეზე მოწმდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ნორმები, თუმცა რა გასაკვირია ბიუროკრატიული ქვეყანა, "დალაგებული ქვეყნის " სტატუსით  მოწინავეა....

პროფესიული განათლება ქვეყანაში წამყვანს არა მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, წარმოიდგინეთ ის რაც აქ ხდება: სწავლობ და კომპანია ამაში გიხდის ანაზღაურებას, ნუ რა თქმა უნდა მუშაობ მასთან, "გიყენებს" ასე ვთქვათ უხეშად , მაგრამ მაინც ხომ შენ რჩები მოგებული: ჯიბეში დიპლომითა და საარსებო პირობებით. (გვინდა თუ არ გვინდა დღეს მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია,  გასტრონომიის სფეროში კი ხელფასები აქ ვფიქრობ, ნორმალურია).

მხოლოდ ეს მიმართულება, რომ გვქონდეს საქართველოში ისე როგორც აქ არის , რამდენი ახალგაზრდა არ გაექცეოდა არსებულ მდგომარეობას და ქვეყანა შეინარჩუნებდა "თავის შვილებს".

არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ  ბოლო დროს საქართველოს ყველა ტოვებს და ვინც დატოვა იმას სურვილიც კი არ აქვს უკან დაბრუნდეს, მეტყობა?  ახლა მე რამე, დაბრუნება  რომ მინდა,  არადა მართლა ვდარდობ ამ თემაზე, არსებული მდგომარეობა აჩენს შიშს, რომ თავს ვერ გაიტან ვერც შენი ევროპული განათლებითა და უკვე ვხედავ ვერც "ფულიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილით ", ფაქტიურად ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული.

ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე ჩემს ქალაქში და სხვაგანაც დიდი სანაცნობო წრე მყავს, დედას გეფიცებით დღე არ გავა ისე მესიჯი არ მივიღო:"სოფო, როგორ წავიდე აქედან"? თავისუფალ დროს ვმოგზაურობ ბევრს და ყველგან სადაც ვყოფილვარ ქართული საუბარი მესმის, გავიქეცით ყველანი თითქოს ...

გერმანული დიპლომი ერთი თვის წინ ავიღე და ქვეყანამ ერთი წლით გამიხანგრძლივა აქ  ცხოვრების დრო, ერთი წლის შემდეგ ისევ ერთ წლიანი ვიზა მექნება და აი შემდეგ კი უნდა გადავწყვიტო მოქალაქეობა მინდა თუ უბრალოდ მუდმივი ცხოვრების უფლება,  მწარე არჩევანი, რომლის წინაშეც რამდენი ახალგაზრდა დგას, ალბათ, და ხვდებით ჩემს გარეშეც,  რას აირჩევს ასეთ დროს ნორმალური ადამიანი - ზოგმა უბრალოდ გადალახოს საზღვარი და არც კი უნდა მოქალაქეობა...

ახლობელი მწერს ხოლმე მოკითხვის დროს  სულ ხუმრობით,  " ჩამოდი და გათხოვდი" - ო შენს ქალაქში  და მეც არ ვაკლებ, "დარჩა ვინმე?  "- თქოს თქმას 🙂

გასტრონომიის სფეროში გერმანია მოიკოჭლებს, არავის უნდა მუშაობა ამ მხრივ, ურთულესი სფეროა, რვა საათიანი მუშაობითა და თითქმის სულ ფეხზე დგომით, განსაკუთრებით გამოვირჩევით ქართველები ამ მიმართულებით შრომისმოყვარეობაში, ჩვენ ოღონდ სამუშაო მოგვცა და არ ვთაკილობთ და არიან ისეთები, რომლებიც თავს არიდებენ ასეთ სამსახურებში მუშაობას...

რამ უნდა შემაშინოს, ფუტკარივით დავქრივარ სასტუმროში, ვიცი არ ვიცი მაინც ვაკეთებ 🙂 მესმის არ მესმის, მაინც ვიგებ და გამომდის, არის ჩემი საქმე, არ არის ჩემი საქმე, მაინც ვძვრები, მოკლედ მოტივაციას და სურვილს  დიდი მნიშნელობა აქვს... ორი ვართ ქართველი ჩემს სასტუმროში და ორივეს "სახელი გვაქვს გატეხილი", ყველაზე საქმიანების ტიტულით...

ახლა კი ვდგავარ (წამისვია წითელი პომადა 🙂 ) ევროპის შუაგულიდან, გერმანიიდან,  ფინანსური ცენტრის ქალაქიდან, ფრანკფურტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერის" პოზიციით მაგრამ, არასდროს არ დამავიწყდება როგორ შემიგროვებია ჯართი ბებოსთან ერთად, როგორ მიზიდია მასთან ერთად ტყიდან შეშა, როგორ ვყოფილვარ ზოგჯერ მშიერი, ნათხოვარი ტანსაცმლითა და ა. შ...

ასე, რომ არ დაყაროთ ფარ-ხმალი არასდროს,  იბრძოლეთ, ძალა იპოვეთ, საკუთარ თავში დამალული ძალა და როგორც ვიცი ხოლმე, ჩემი საყვარელი რჩევა ყველას: "არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ გადახტით "...",-წერს, ემიგრანტი ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, 8 წლის დათისთვის გერმანელები და ამერიკელები პროთეზების შექმნას ცდილობენ

🔵"პირადში მომწერა – საზღვარი მიშამ გააღო და აბა ახლა ბიძინამ დაკეტოსო?" - რამ აღაშფოთა იაგო ფრანგიშვილი?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი

1714766687

სოციალური მედია

„თქვენი გადასაწყვეტი არაა რატომ დაწერა ბუდუმ და რატომ არ დაწერა კვარამ! ან რას დაწერენ და არ დაწერენ შემდგომში!“ - ანი კიკნაძე

ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რომელი ფეხბურთელი რას დაწერს არ არის საზოგადოების საქმე.  „არავის დირექტორები არ ხართ!დ...

ჟურნალისტი