ახლოს არის ის ბედნიერი წამები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ თითქმის ერთი თვის მანძილზე ითვლიდა… - რას წერს მამა პეტრე (კოლხი)

მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:  

"ახლოს არის ის ბედნიერი წამები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ თითქმის ერთი თვის მანძილზე ითვლიდა…
ორ დღეში დიდგორობაა… ჩვენი ქვეყნის ისტორიას უამრავი მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვს, მაგრამ ისე, როგორც აღდგომა არ შედის საუფლო დღესასწაულებში და ის დღესასწაულთა დღესასწაულია, დიდგორობაც სხვა სიმაღლეზე დგას და ამიტომ სათანადო პატივს იმსახურებს…
ტაძარი, რომელიც სასხორის წმინდა გიორგის სახელით არის ცნობილი, დიდგორის ქედს ემიჯნება და, როგორც ადგილობრივები, ისე წყაროები მოწმობენ, დავითის ეპოქასთან არის დაკავშირებული…
ამ მცირე ხნის მანძილზე, თქვენი, მოწყალე ადამიანების დახმარებით, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ… საშრომი ისევ ბევრია, მაგრამ ძალიან გვინდოდა, საუკუნეების მერე, პირველი წირვა სწორედ დიდგორობისთვის აღვლენილიყო… ეს შეუძლებელი იქნებოდა, კეთილი, მოწყალე, მზრუნველი ადამიანების გარეშე… ასეთი ბევრი აღმოჩნდა… ვერავის დავასახელებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს… ყველას სახელი ჩაიწერება ტაძრის მოსახსენიებელში და ყველას დაგლოცავთ სასხორის წმინდა გიორგი…
დიახ, 11 აგვისტოს, ღამის თორმეტ საათზე წირვა აღევლინება…
მართალია, ტაძარი მცირე ზომის არის, მაგრამ დიდი გული გააჩნია, ყველას დაგვიტებს… გელით, გეპატიჟებით… ერთად შევხვდეთ დიდგორობას… ერთად ვიზეიმოთ ამ ტაძრის გამოცოცხლება…
მადლობა ყველას… ყველას… ყველას….
მადლობა ჩემ მეგობრებს… პირველი წამიდან ძალიან დამიდგნენ მხარში…
მადლობა მათ, ვინც სიტყვა შეგვაწია იესოსთან, ვინც ფიზიკურად, მატერიალურად დაგვეხმარა…
ამ ტაძრიდან იწყება დიდგორის აღმართი, ამ აღმართის ბოლოს ქართველებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს…
ეს ტაძარი აუცილებლად იქცევა გამარჯვების სიმბოლოდ…
გილოცავთ!",-წერს, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵შავი ზღვის სანაპიროზე მეტად საინტერესო რამ მოხდა - უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში

🔵საპატრიარქო: ინფორმაცია თვითმარქვია პირის შესახებ - ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძე ცრუობს და თავს სასულიერო პირად წარმოაჩენს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1793624012

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...

სადგურის მოედან

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი

1793622877

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...

კახა კალაძე

1793620541

ახალი ამბები

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...

სადგურის მოედანზე ხანძარია