„ალაჰ აქბარის“ თქმა დაიწყო“- გოგა ჩანადირი, რომელიც ამსტერდამში იმყოფება, შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ, ამსტერდამში ვარ ჯგუფთან ერთად.
რამდენიმე ადამიანმა სასტუმროში მეტროთი დაბრუნება გადავწყვიტეთ, შევედით მატარებელში და თან შემოგვყვა მუსიკით მოსიარულე ქალი, რომელიც თან ცეკვავდა კიდეც. მეტროს თანამშრომელმა საოცარი სიმშვიდით მიუთითა, რომ დინამიკი გაეთიშა, მან კი გააპროტესტა და სხვა მხარეს გადაინაცვლა.
რამდენიმე წამში ჩოჩქოლი ატყდა, გავიხედე და ეს ქალი უზარმაზარი დანით ხელში დავინახე. პურის დანას ჰგავდა. თუმცა, სათამაშო ხმალიც კი მეგონა.
ბიჭები მისცვივდნენ, რომ წაერთმიათ, მაგრამ ქალმა ჩანთაში ჩაიდო. ძალიან აღელდა. ცოტა ხნის წინანდელი დარდიმანდობა სადღაც გაუქრა. მგზავრები შფოთიანად მიმოიფანტნენ. არ ვიცი, საიდან, მაგრამ წამებში 15-მდე პოლიციელი გაჩნდა და პისტოლეტები მიუშვირეს, რომელიც ცეცხლსასროლს არ ჰგავდა.
ქალმა ხელები ასწია და „ალაჰ აქბარის“ თქმა დაიწყო. ჩვენ გამოგვყარეს, მატარებელს წასვლის ნებართვა არ მისცეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი.
სასწრაფოდ დავტოვეთ მეტრო და ტაქსით წამოვედით. კაცმა არ იცის, რას გადავრჩით“,- წერს გოგა ჩანადირი.
1715609891
მსოფლიოყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...
1715606192
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1715606024
ახალი ამბები„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...
1715605888
ახალი ამბებიქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...
1715605757
ახალი ამბებივლადიმერ გამყრელიძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
სტამბოლში გამართულ ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ.) პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ე.წ. „ბრინჯაოს ფინა...