"ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა. რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანა..." - მაცაცო კევლიშვილის ინფორმაციით ორი მოზარდი მებაღემ გადაარჩინა
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.
ვაკის პარკში მომხდარ დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამე ვერ ამოჰყავდა, რადგანაც დენი ურტყამდა.
როგორც ირკვევა შადრევანში ბავშვების საშველად "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშომელი შევიდა:
"ეკო სერვისის თანამშრომელმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები აუზიდან.
თვითმხილველი ჰყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა.
არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა.
აქამდე ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა არცერთი უფროსი დაეხმარათ",-წერს, მაცაცო კევლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵34 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმისგან გარდაიცვალა - შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა
1793598824
სპორტიისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს
ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...
1793597525
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...
1793596258
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში
30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793566520
მსოფლიოფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...
1793562589
მსოფლიოკრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...




























