არ ენდოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელ პრეპარატებს, მარკეტინგული ხრიკია - რას ამბობს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მედიკამენტებთან დაკავშირებულ მარკეტინგულ ხრიკებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები რეალური არ არის.

“პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით.

სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი იმუნური სისტემის ფორმაში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა.

ეს ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები კი, უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს და პლაცებო ეფექტი აქვთ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე- ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს.

ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატებს (ანუ იმუნოსტიმულატორებს) მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ და გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტი არ არის ერთი, მარტივი ორგანო და კომპლექსური სისტემაა თავისი მრავალი კომპონენტით. ასე რომ მისი, ასე მარტივად, ერთი ჯადოსნური პრეპარატით გაძლიერება არ ხდება” –  აცხადებს ბუწაშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722075481

სპორტი

გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძი...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1722069856

სოციალური მედია

„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ“ - გია ბაღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე და „იუმორინას“ ერთ-ერთი ავტორი გია ბაღაშვილი ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანია. მისი ოჯახი და შემოქმედება ორმაგად საინტერესოა მისი გულშემატკივრების...

გია ბაღაშვილი

1722068379

ახალი ამბები

შემზარავი ამბავი - ძმამ ძმა მოკლა

ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა.  მკვლელობის მოტივი უცნობია. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერ...

ზოგადი

1722064441

საზოგადოება

კაცი, რომელმაც თელავში 2 ადამიანი მოკლა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ...

შემთხვევები

1722063122

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოში მიწისძვრა დღეს, 27 ივლისს თბილისის დროით 09:45 საათზე მო...

შემტხვევეი