"ბადრი კვარაცხელიამ, ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში დაიწყო..." - ნაწყვეტი წიგნიდან - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფრაგმენტს წიგნიდან-,, ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი":

"ბადრი კვარაცხელიამ, ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში დაიწყო. ეს ის დროა, როცა სოფელს ერთ ბურთი აქვს, ეს ბურთი კი, როგორც წესი, უკვე ძალიან მოხუცი და დაღლილია - ფეხს რომ უბიძგებ, ლამის ყავარჯენი ჭირდება. მაგრამ ამას რა უშავს. ეგ კი არა, ზოგჯერ დახვეული ნაჭრითაც უთამაშიათ ფეხბურთი. უთამაშიათ დილიდან საღამამომდე. თუმცა რატომ საღამამომდე? გამოგიციდათ როგორია ღამით, გაუნათებელ მინდორზე თამაში? მაგიურ კარნავალურ რიტუალს ჰგავს. მხოლოდ ორი ოვალი ჩანს - ბურთი და მთვარე. მთვარე უფრო ცხადად, ბურთი კიდევ მთვარის მკრთალი სხივის შესაბამისად. მოწინააღმდეგეებს აჩქარებული სუნთქვით გრძნობ, რომ ახლოა. კარისკენ დამიზნება ალქიმიის ცოდნას მოითხოვს, ფიზიკის კანონებს მიღმაა, უნდა შეულოცო და ისე დააარტყა - გოლი გავიდა თუ აცდა, ეგებ შენ ვერც შეამჩნიო და მაშინ ანგარიში მეტოქის მეკარის პატიოსნებაზე ჰკიდია. ამ დიდი ღამეული შერკინებიდან წამოსულს, მუხლები აუცილებლად გადატყავებული და სისხლიანი გაქვს. ბრუნდებოდნენ სახლში ბადრი და მისი ძმა თამაზი, როგორც ომიდან დაჭრილი მეომრები და დედა ახვედრებდა ღუმელზე შემთბარ წყალს ვარცლში და მტვრიან და სისხლიან ფეხებს ბანდა. არაფერი არაა იმაზე უფრო მშვიდი როგორც ზაფხულის გასუსულ ღამით, სახლის წინ, პატარა, სამფეხა სკამზე ჯდომა, თბილ წყალში ფეხების ჩაყოფა და მთვარის ყურება, მთვარის, რომელიც თავის მხრივ უკვე ცარიელ მოედანს უმზერს და ვერ გაუგია, სად გაქრა რაღაც ოვალური საგანი, ადამიანებისგან ბურთად წოდებული, მას რომ ჰგავდა და არც ჰგავდა - ფორმით სეხნია და მოძრაობით გაუგებარი.

წიგნიდან - ,, ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი",-წერს, გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საბერძნეთში დააკავეს 43წლის ქართველი, რომელმაც ცნობილ ბიზნესმენს სეიფიდან 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა მოპარა 

🔵"ვეძებთ ჩვენ ძმა და მეგობარს გოჩა ებრალიძეს, რომელიც 13-ში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა" - ლანჩხუთში ახალგაზრდას ეძებენ   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა

1714906860

ახალი ამბები

6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალ...

ამინდი

1714904260

ახალი ამბები

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...

 სასაფლაო

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714895045

სოციალური მედია

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...

ააა