"ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია" - მასწავლებელი მშობლებს თხოვნით მიმართავს

ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია, - მწერალი და პედაგოგი ნანა ბეკოშვილი საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს თხოვნით მიმართავს.

"დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, რადგან გული მტკივა... მშობლებს მივმართავ, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს:

აი, სულ ახლახანს დაიწყო სასწავლო წლის მეორე სემესტრი და წინ გრძელი და მომქანცველი პერიოდი გველის. ეს დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად და პირველ რიგში - ჩვენმა საყვარელმა, ნამდვილად საყვარელმა ბავშვებმა. სწავლა რომ ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა, ეს ყველამ ვიცით. ბავშვები კი ამ დროს აბსოლუტურად მოტივაციადაკარგულები სხედან გაკვეთილებზე... ამაში მხოლოდ სკოლას და საგაკვეთილო პროცესს ნუ დაადანაშაულებთ. ჩვენ, მასწავლებლები უდიდეს ძალისხმევას ვეწევით მათი გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ თქვენი ხელშეწყობის გარეშე უშედეგოა ჩვენი ძალისხმევა. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლის თხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მთავარს - თქვენი შვილების ძილის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება. ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია და რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარი. დღეც მთლიანად ტელეფონს მიაქვს მათი გონება და ყურადღება. ამის გამო "სწავლობენ" ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით და მხოლოდ ერთი დღისთვის, მეორე დღეს აღარც კი ახსოვთ წინა დღით ნასწავლი. არ უთმობენ შესაბამის დროს გაკვეთილების სწავლას. ძალიან ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახში ყურმოკრულით კმაყოფილდებიან.

თანდათან ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, როდესაც ყოველ საღამოს იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს... შეეცადეთ, თქვენც დანერგოთ ეს პრაქტიკა და მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას, თუნდაც წახალისებასთან ერთად ხანდახან დასჯის მეთოდების გამოყენებაც დაგჭირდეთ (ტელეფონის დროებით გამორთმევა, ან მათი საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა და ასე შემდეგ). "მოერიეთ" შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით.

არც კი ვიცი, როგორ გავბედე და მოვიკრიბე ძალა ამ ყველაფრის დასაწერად, მაგრამ თქვენგან სწორად გაგების იმედმა შემაძლებინა. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლის და თითქმის ყველა მშობლის პრობლემაა... გისურვებთ მშვიდობას და თქვენი შვილების წარმატებით გახარებას", - წერს ნანა ბეკოშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722069856

სოციალური მედია

„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ“ - გია ბაღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე და „იუმორინას“ ერთ-ერთი ავტორი გია ბაღაშვილი ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანია. მისი ოჯახი და შემოქმედება ორმაგად საინტერესოა მისი გულშემატკივრების...

გია ბაღაშვილი

1722068379

ახალი ამბები

შემზარავი ამბავი - ძმამ ძმა მოკლა

ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა.  მკვლელობის მოტივი უცნობია. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერ...

ზოგადი

1722064441

საზოგადოება

კაცი, რომელმაც თელავში 2 ადამიანი მოკლა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ...

შემთხვევები

1722063122

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოში მიწისძვრა დღეს, 27 ივლისს თბილისის დროით 09:45 საათზე მო...

შემტხვევეი

1722060478

ჰოროსკოპი

„ახლა დაისვენეთ, წლის მეორე ნახევარში დიდი საქმეები გელოდებათ“ - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

„მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მაღალ დონეზე ადის კულტურულ-გასართობი ინდუსტრია. სარესტორნო ბიზნესი, ყველა სახის კონცერტი, თეატრები, შოუ, სპექტაკლები, აი, ამის დროა. მზად იყ...

ასტროლოგი