"ბებია და 5 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობენ, არც მეტი და არც ნაკლები – აივანზე" - რას წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქალის მძიმე ისტორიის შესახებ წერს, რომელსაც მისი ორგანიზაცია "საფარი"-ს წარმომადგენელი იცავდა.

"ქალს 4 თვის ჩვილი წაართვა ქმარმა და აღარ დაუბრუნა.

ქალი ხან სახლში მიადგა, ხან პოლიციაში მივიდა, ხან იურიდიული დახმარების ბიუროს მიაკითხა, ბოლო ბოლო ჩვენთანაც აღმოჩნდა 4 თვის თავზე.

დაირაზმა საფარი: 1 ადვოკატი, 2 სოცმუშაკი, პოლიცია, სახელმწიფოს სოცმუშაკი, თარჯიმანი, დედა თავისთავად და მიადგა ოჯახს ბავშვის გამოსაყვანად და აქ იწყება დაუჯერებელი ამბავი საქართველოს ჩამოქცეული სახელმწიფოსი:

ოჯახი – ბებია და 5 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობენ, არც მეტი და არც ნაკლები – აივანზე, საკუთარი სახლის აივანზე, რადგან მათი სახლი ახლა სხვისია და იმ სხვა მეპატრონემ მხოლოდ აივანზე ცხოვრების ნება დართო დროებით.

აივანი ხალიჩებითაა გარშემორტყმული ქარისგან დასაცავად, მოუვლელი ბავშვები სკოლაში არ დადიან, მამა სამუშაოდაა ყაზბეგში, ხოლო ბებია უარზეა 8 თვის ბავშვი გაატანოს დედას. 

პოლიცია ხელს სოცმუშაკისკენ იშვერს, იმან დადოს დასკვნა, რომ გასაყვანია და გავიყვანთო.

სოცმუშაკი ამბობს, რომ ეს გარემო ბავშვისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი არ არის და სადაც 4 თვე გაძლო ამ ბავშვმა ამ ვითარებაში, კიდე გაძლებს.

ჩვენები დემონსტრაციულად ეკითხებიან ბებიას თუ რას აჭმევს ბავშვს.

ბებია პასუხობს, რომ აჭმევს იმას, რასაც თავად ჭამს, ხოლო ბანაობით მეზობლებთან აბანავებს. თუმცა, ხუთივე ბავშვი მოუვლელი და დასაბანია.

ბოლოს ჩემები მირეკავენ და მიხსნიან, რომ სახელმწიფოს სოცმუშაკი არაპროფესიონალი და არაადეკვატურია და სახელმწიფო არ აპირებს ბავშვის გამოყვანას.

მეთქი, მოჰკიდოს დედამ ხელი თავის შვილს და წამოიყვანოს და თუ ვინმე თავს დაესხმება მას, თქვენც მანდა ხართ და პოლიციაც, დაიცავით!

და აი, ასე, უბრალოდ დავავლეთ ხელი ბავშვს და წამოვიყვანეთ, არანაირი არაფერი, მზერით გამოგვაცილეს…

დედებო, გახსოვდეთ, თქვენი შვილის წამოყვანის უფლება სულ გაქვთ, თუ სასამართლოს არ აუკრძალავს.

ვიცი, რომ არ გეხმარებიან სახელმწიფო უწყებები, მაგრამ თქვენ გაქვთ საკუთარი შვილის აღზრდის უფლება და გამოიყენეთ ის.

დახმარებისთვის კი დაუკავშირდით საფარი/Sapari.

პ.ს. იმ სოცმუშაკს მივხედავთ!

პ.პ.ს. დანარჩენი 4 ბავშვზე განცხადებებს კი დავწერთ, მაგრამ მათი დედა სამუშოდ თურქეთშია წასული, იურიდიულად იმ სხვა ბავშვებს ჩვენ ვერ წარმოვადგენთ მშობლების ნებართვის გარეშე და საქმე გაჭირდება", – წერს პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან“ - შალვა ნათელაშვილი

"არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა