"ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე" - მოქალაქეს ავტობუსის "გაკაწვრისთვის" 9 ათას 861 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

მოქალაქე, მამუკა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, ჯარიმის ოდენობაზე, რაც მან მიიღო ავტობუსთან ავარიის გამო.

"დღეს მომივიდა შეტყობინება ავტობუსზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9861,34 ლარი. უბრალოდ, გაოგნებული დავრჩი. 1 თვის წინ, შუქნიშანზე გავჩერდი ამ ავტობუსის უკან, აინთო მწვანე, დაიძრა ავტობუსი, დავძარი ავტომობილი მეც და იმწამსვე გააჩერა და უკანა ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე. მძღოლმა მითხრა, ჩემწინაც გააჩერა ვიღაცამ, რა ჩემი ბრალიაო. კარგი, კი ბატონო, ჩემი ბრალია, თუმცა გასაგები მომენტია, რადგან დაძრა და გააჩერა ეგრევე. პატრულმა დამიწერა ავარიის გამო ჯარიმა, უფრო მთავარი მერეა - შეხედეთ სურათებს დაზიანება ჩანს, მხოლოდ შუა ნაწილია ბუფერის ოდნავ შეღუნული, კარგ ხარისხიან სერვის ცენტრში ამის გაკეთება მაქსიმუმ რამდენი უნდა დაჯდეს 500? 700? 1000 თქვი ყველაზე მეძვირესთან. თავად ნაწილი სულ ახალიც არ ეღირება 1000 ლარი და მომდის შეტყობინება 9861 ლარი გადაიხადე თუ არადა გიჩივლებო, მადლობა თბილისის მერია, ასე რომ ექცევით მოქალაქეებს. ყველაზე უკანასკნელი ვიღაცა დამპალი სულის ხელოსანი ქვეყანაში ამ საქმეში თუ 200 ლარს მოგვატყუებს და მოგვიმატებს, თქვენ 8000 ლარს გვატყუებთ და გვიმატებთ, თუ არ გადაიხდი გიჩივლებო, ამასაც მყისიერად ამატებთ, უსისხლო ხალხი ხართ, ეს არის სუფთა გამომძალველობა, სახელმწიფოსგან ოფიციალური რეკეტი, გილოცავთ ხალხნო, ყველაზე უნამუსო ყაჩაღი და გამომძალველი სახელმწიფო გვაზის თავზე, ბრავო ! 
გააზიარეთ, ნახოს ყველამ რასთან გვაქ საქმე! ავტობუსს ახლოს არგაეკაროთ თორემ გაგპარსავენ კიარა ვისააქვს საერთოდ 10 000 ლარი და უდევს, პატარა 200-ლარიანი ზიანის გამო, 10000 ლარს მიგატანინებენ, ვალებს აგაღებინებენ, რა ენაღვლებათ, ეს არის ყაჩაღობა მეტი არაფერი! ამქვეყანას სახელმწიფო რომ ერქვას, უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა, მიაკითხოს კომპანიას და ნახოს ერთი რა დაუჯდა ამ პატარა ზიანის გამოსწორება, რომელიც არ აღემატება 200 ლარს და რატო ითხოვს სანაცვლოდ 10 000 ლარს !",-წერს მოქალაქე.

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები