“ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი“ - ნიკა ქავთარაძე
საქართველოს პრეზიდენტისადმი გაზრდილი სიმპათიის და ავტორიტეტის ფონზე, რომელიც მან უკრაინის მიმართ საკუთარი მტკივა პოზიციით გამოიწვია, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ემოციის ამ ტალღას გაემიჯნენ და საპირისპირო აზრი გამოხატეს. ერთ-ერთი მათგანია, შოუმენი ნიკა ქავთარაძე:
"რადგან ახალი დღე დადგა, უკვე შემიძლია ვთქვა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე რასაც ვფიქრობ.
მოკლედ, ქოცებს ეგ ქალი მაინც აღარ გევასებათ და დანარჩენებს აქამდეც არ გევასებოდათ, ამიტომ ალბათ არც არავინ დამიწყებთ გულწრფელ ლანძღვას.
ჩემთვის ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მაგისი არჩევნები თუ მაინც გახსოვთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ.
მაგრამ რადგან ოფიციალურად არის, მოთხოვნებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს ყველას.
ჰოდა, ამ ქალს საკუთარი ქვეყნისთვის აქვს ისეთი რამე დაბრალებული, რომ ეგ არის საკუთარი ქვეყნის ღალატი.
ქვეყნის ღალატი კიდე უპატიებელია პრეზიდენტისთვის!
აი, ამ ქვეყნის ყველაზე ღრმა ბნელებიც კი ვერ ბედავენ დღეს ზელენსკიზე და უკრაინაზე მაგ სიცრუის დაბრალებას ხმამაღლა.
ამ ქალმა კი სწორედ საქართველოსთვის ომის დაბრალებით შეიძინა პოლიტიკური ფასი.
ჯერ ეს რომ შეძლო და დანარჩენებმა გაუტარეს და ხმა მისცეს, ეს ცალკე სასწაული სირცხვილია. მაგრამ მათი სახელები მაინც არ ვიცით. ეს კი პრეზიდენტია და მთავარსარდალი.
ჰოდა, ახლა რასაც ამბობს, იმის მაგივრად ამბობს, ვინც ამის მაგივრად ეხატა ამისვე საარჩევნო ბანერებზე.
ჩვენ კი, ისევ საკაიფოდ შემოვიცვით გულუბრყვილო შტერების იმიჯი და თავს ვიტყუებთ.
პუტინმა რომ თქვას, ვამაყობ, რომ საქართველო უკრაინას უდგას გვერდითო, ექნება რამე ფასი ასეთ ფარისევლობას?!მოკლედ, მე ასე ვფიქრობ.თქვენი საქმის თქვენ იცით.არც კი გიბრაზდებით - თქვენნაირი ბოღმიანი კი არ ვარ."
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...































