„ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა“ – ბერი ანდრიას ფონდი

ილია თოფურიას გაღებული ქველმოქმედების შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც ფონდი წერს, ილია თოფურიამ ბრწყინვალე გამარჯვებიდან მიღებული თანხით ერთ-ერთი მათი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ბერი ანდრიას ფონდი ილიას ოჯახზეც წერს და აღნიშნავს, რომ ისინი ქველმოქმედებაში ხშირად არიან ჩართული.

„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!

შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ჩვენი თინათინის ბერი ანდრიას დედის, ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.

კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის  UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador”  თოფურია, ჩვენი ფონდის  გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.

მრავალი წარმატება ილიას!“ – აღნიშნულია ბერი ანდრიას ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714724185

ახალი ამბები

9 მაისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.  თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ს...

ფაშიზმზე გამარჯვები

1714723399

ახალი ამბები

ავარია სვანეთის გზაზე - დაღუპულია ორი ახალგაზრდა, კიდევ ორი პირის ეძებენ

1 მაისს გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი.  „დაიჯესტი“ ინფორმაციით, ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ნაპოვნია, ორი მათგანის ცხედარი, კიდევ ორი...

ააა

1714719212

სოციალური მედია

„დღეს ერთმანეთსაც მივუტევოთ, რაც ვაწყენინეთ... ღმერთმა ხომ სიყვარულთან ერთად მიტევებაც გვასწავლა“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დიდი მარხვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე, წითელ პარასკევზ...

საზოგადოება

1714718046

ახალი ამბები

3 მაისის ამინდის პროგნოზი, ქალაქების მიხედვით

3 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხ...

წვიმააა

1714716442

საზოგადოება

დღეს ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ვნების კვირის პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ დღეს საეკლესიო ღვთისმსახურება იესო ქრის...

წითელი პარასკევია