ენმ-ის გეგმა, რომელმაც პარტიის ოფისიდან გაჟონა - „გაბრაზებული მოსახლეობის თვალში უნდა წარმოვჩინდეთ, როგორც პატრიოტული ძალა“
სალომე ბაკურაძის მეუღლე და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ბასლანძე პირად ფეისბუკ გვერდზე ენმ-ის გეგმას ავრცელებს, რომელმაც პარტიის ოფისიდან გაჟონა.
„მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს:
• მთავრობამ დაკარგოს ლეგიტიმაცია!
• მესიჯი უნდა იყოს: როცა მმართველი ძალა კოლაბორაციონისტულად იქცევა, როცა არ ეხმარება ომში მყოფ უკრაინას, არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ა.შ. ამიტომ, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
• უნდა მოვახერხოთ მოსახლეობაში ბრაზის გაზრდის ხელშეწყობა, ღირსებაზე უნდა დავაჭიროთ.
• მოსახლეობას ყოველ მომენტში (ბანერებით, კლიპებით, აქციაზე მიტანილი ეკრანით) დავანახოთ კავშირი 2008 წლის გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და კიევის სისხლის ღვრას შორის. ვიზუალიზაცია უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების ლიდერების განცხადებების აუდიოჩანაწერების ფონზე!
– ბევრჯერ გავიმეოროთ და ყველას თავში ჩავუბეჭდოთ, რომ საქართველოს და უკრაინის ომი ერთი ომია და თუ საჭიროა, ამ ომში საქართველოც უნდა ჩაერთოს!
• საპროტესტო აქციებზე კონცერტები და ღონისძიებები გავმართოთ უკრაინის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა არასამთავრობოების და სახალხო მოძრაობების სახელით.
• გაბრაზებული მოსახლეობის თვალში უნდა წარმოვჩინდეთ, როგორც პატრიოტული ძალა. აქციებზე არ გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური განცხადებები, ვისაუბროთ ბრაზზე, რომელიც ხელისუფლების განცხადებებმა გამოიწვია;
– ოპოზიცია უნდა გავიდეს პარლამენტიდან (თუ დეკანოიძის ჯგუფს დავარწმუნებთ), რომ ეს ლეგიტიმაციაც ჩამოცილდეს ქართულ ოცნებას.
• არ გავაკეთოთ განცხადება, რომ რამე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რადგან მოსახლეობის თვალში არ იქნეს აღქმული პოლიტიკურ გზავნილად. პატრიოტი, სამშობლოზე მზრუნველი მოქალაქის იმიჯით ვაკეთოთ განცხადებები, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რათა საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია.
• კრეატივები ახალგაზრდებისგან: მოსკოვის ბილეთების გაგზავნა ოცნების ლიდერებისთვის, წითელი საღებავები პარტიასთან და სხვა ასეთი რაღაცები თავისთავად კარგი იქნება
• ხალხში არსებული ბრაზი უფრო უნდა გაღვივდეს და მიიმართოს ხელისუფლებისკენ.
• ირიბად შევეცადოთ, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში არ მოახდენს საქართველოში შემოჭრას. ასეთი განცხადებებით მოსახლეობის თვალში ხელისუფლების დისკრედიტაცია და მათი სისუსტის წარმოჩენა უფრო გაადვილდება.
• შესაძლებელია საპროტესტო აქციებზე საუბარი იყოს მიშას შიმშილობაზეც, რომ მან უნდა შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა და დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. ეს უნდა გავაშუქოთ ჩვენს მედიებში, მაგრამ არა პირველ ,,ნიუსად’’, რომ არ მოხდეს მოსახლეობის გაღიზიანება. ზოგადად უნდა მოვახერხოთ პროტესტის და ამ თემის გამიჯვნა/დისტანცირება ჩვენთან არაასოცირებული ახალგაზრდა ადამიანებით.
• ეს მინიმუმია, რაც შედეგისთვის საჭიროა. თუ ამ ყველაფერს განვახორციელებთ სწრაფად და ეფექტურად, უახლოეს პერიოდში შევძლებთ არსებული ვითარების ამოტრიალებას. უკრაინა ისეთ ,,ხოდზეა’’ როგორც მინიმუმ ეს 7-10 დღე უნდა გაძლონ, რაც ჩვენ ამ გეგმებში ძალიან დაგვეხმარება!“
სხვა სიახლეები:
🔵 Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს
🔵 „9 მარტიდან ბირთვული კატასტროფის საშიშროებაც აღარ გვექნება“ - ხათუნა ნოელი
1783773798
ახალი ამბებიშარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
„ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის „ტაბულას“...
1783773735
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...
1783773325
ახალი ამბებიგია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარ...
1783771880
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად, ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
„რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი“, - განაცხადა საპროცედურო სა...
1783768072
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო, ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა „ნაცმა“ ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო, როგორი გულის ამრევია „ნაცის“ ჰაბიტუსი
„ამ პატარა პოპულისტმა „ნაცმა“, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალიაო“, - წერს ჟურნალისტი...































