"კაი ზნისაა მარა, მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ? რავარც მე ამიხდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი!" - ზურა შევარდნაძე ბებია-ბაბუის დიალოგზე ემოციურ მოგონებას აქვეყნებს

ფლორისტი, "გარდენიას" დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებას იხსენებს და ბებია-ბაბუაზე ემოციურ წერილს წერს:

"ვიქნებოდი ასე  ხუთი შეიძლება ექვსი წლის.

საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელპირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს. 

ძილის წინ გამოწერილივით იყო :

"დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.

ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური..."

რომ დარწმუნდა დამეძინა შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.

ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში.

ბებიამ ბაბუას შესჩივლა "ბიჯო, ბიჭი ყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ?!"  

გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი, როგორ მინდოდა ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი მარა გავწბილდი.

"არ იდარდო ქალო, რაუჭირს, ბიჭია,  გული კაი აქ, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა.."

იმ ღამეს არ მიძინია..

ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ რავარც მე...

ქე ვარ ასე უშნოდ მარა სენთიანად მთელი ცხოვრება))",- წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პუტინმა კადიროვს დაბადების დღეზე გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

* წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული - ინგლისურის ენის პედაგოგმა ხულოდან, როლანდ შავაძემ მიიღო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757743563

ახალი ამბები

სამტრედიაში მანქანა ქვეითს დაეჯახა - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი

სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია „სამტრედიის ამბები“ წერს, მანქანა ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამც...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1757706982

ახალი ამბები

სუსი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენ...

სუსი

1757703293

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ის ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც იკითხებიან, იყვნენ უშუალო მონაწილეები და ორგანიზატორები იმ აქციების, ამ ყველაფერს თავადაც არ უარყოფენ

 „ის ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც იკითხებიან, იყვნენ უშუალო მონაწილეები და ორგანიზატორები იმ აქციების“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საქალა...

ნინო წილოსანი

1757701047

ახალი ამბები

კახა კალაძე საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს

 თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს. როგორც დღეს დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაც...

კახა კალაძე

1757699947

ახალი ამბები

პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

დაკავება