კახა ოქრიაშვილი: „ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას“

„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად, წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა.

2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!“ - წერს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ბონდო მძინარაშვილი: „დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ევროპარლამენტარები რაღაცას ეძებენ… გარეთ!“

🔵 „სრული იდიოტიც მიხვდება, რატომ ებღაუჭება ,,ქართული ოცნება" ერეკლე მეორეს“ - რას წერს ვახო სანაია

🔵 „გვაქვს მოლაპარაკება ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე“ - მარიამ ქვრივიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი

1715963062

ახალი ამბები

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზ...

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი

1715958874

ახალი ამბები

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო“ - ირაკლი კობახიძე

„ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრ...

ირაკლი კობახიძე

1715957851

ახალი ამბები

თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე გამომსვლელი ესტონელი მარგუს ცაჰკნა: ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე - ამის შ...

ლგბტლგბტ

1715955738

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7585 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.99...

ააა