კანდელაკი: " ქართულმა ოცნებამ" მტკიცე პოზიცია გამოავლინა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ფეხში გასროლა უწოდა"

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ :

"ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე. ცუდზე დაწერა არ მინდოდა და არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა ბოლო წლებში. ან გავრილოვის პარლამენტში არასწორ სკამზე დასმა, ან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველი ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.

საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. "ქართული ბარათის" გატეხვა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველომ გახსნას "მეორე ფრონტი" აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერს მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე "მოედანზე" გაგზავნეს.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ფეხში გასროლა უწოდა.

ასევე, მიუხედავად გლობალური მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში, გამარჯვების დღე წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან. სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და მრავალი სხვა.

რაც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერების წაშლას საქართველოში, ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ნახევარზე ცოტა მეტი კი ცოცხალი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. საბოლოოდ, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ - ჯუღაშვილი და ბერია.

ამის ხსოვნა უნდა იყოს სანუკვარი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ამას ვერც ერთი სააკაშვილი ვერ შეუშლის ხელს. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მივიწყებულ წარსულშია. რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი "ჯარისკაცის მამა", რომელიც ჩემზე უკეთ აგიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე, მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.

იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან მარტო მე არ ვხედავ, არამედ ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი. მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ვიმეგობროთ, ან ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ:

რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოს მოსანახულებლად;

საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია;

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდნენ, რომ სცოდნოდათ, რომ მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ" - წერს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714812494

ახალი ამბები

„ბორდომ“ „აიაჩო“ გაანადგურა - ზურიკო დავითაშვილის მეშვიდე გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და...

ზურიკოზურიკო

1714811730

ახალი ამბები

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა. „კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მ...

პრაიდიპრაიდიპრაიდი

1714807712

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზ...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714806520

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 სა...

წმინდა ცეცხლი

1714804137

სოციალური მედია

„მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შე...

ააა