"ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა" - დავით გორგილაძე

ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის, გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.
ფაქტს ჟურნალისტი დავით გორგილაძე ეხმაურება და წერს:
“ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.
მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს.
ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან.
შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს).
მათი დიდი ნაწილი დღეს შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.
ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო.
მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ – ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს.
გისურვებთ, რომ შვილებმა ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.
მიცვალებულმა დაე მშვიდად განისვენოს” , – წერს გორგილაძე.
1758831296
საზოგადოებაგიორგი კახიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ახლოვდება, ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან მეტი მუხტი და სიმძაფრე შესძინონ უსუსური ოპოზიციის აქციებს
ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რაზედაც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. საქართველოს შანტაჟის და მუქარის ენით არ უნდა ვესაუბროთ, არა და რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ევროკომისიის პრესსპიკერ...
1758829763
საზოგადოებაზაზა კევლიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული - ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?
მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიან...
1758829606
საზოგადოება„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, წინასწარ ფეისბუკ ქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება. კამაე...
1758828985
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: კუპრაძემ და „სკვინჩა ალეკომ“, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს - კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს
კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "ლელოს" ამ ინციდენტის დადგ...
1758827643
მსოფლიოტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უნდა გაჩერდეს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა მილიონობი...