"მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა..." - რას წერს მაია ასათიანი სექსუალურ შევიწროებაზე?

"მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა... დროა გავბედო, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამზე წერს.

"პირ­ვე­ლი გან­ცდა, ამ დროს რომ გე­უფ­ლე­ბა არის ეჭვი, იქ­ნებ მო­გეჩ­ვე­ნა, იქ­ნებ რა­ღაც არას­წო­რად გა­ი­გე, იქ­ნებ ხელი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი­ვით შე­გა­ხო, მე­ო­რედ, მე­სა­მედ და კი­დევ უამ­რავ­ჯერ რომ მე­ორ­დე­ბა სა­ში­ნე­ლი დამ­ცი­რე­ბის გრძნო­ბა გაქვს,რა­ტომ შენ, შენ რა­ტომ გა­გი­ბე­დეს ასე ურ­ცხვად, ასე პირ­და­პირ… 

მერე ამაზ­რზე­ნი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა გი­პყრობს, ცდი­ლობ თავი და­იც­ვა, დე­რე­ფან­ში რომ და­ი­ნახვ კე­დელს ეკ­ვრი, სად­მე შორს თუ მოკ­რავ თვალს სწრა­ფად გარ­ბი­ხარ, საქ­მი­ა­ნი გა­დაკ­ვე­თა თუ გი­წევს რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას იჭერ და ხე­ლე­ბი მო­მუშ­ტუ­ლი გაქვს, ცდი­ლობ არა­სო­დეს დარ­ჩე მას­თან ერ­თად კა­ბი­ნეტ­ში მარ­ტო.

მერე პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ საქ­მე­ში ხელს შე­გიშ­ლი­ან თუ არ… რა­ტომ დუ­მან წლე­ბის მან­ძილ­ზე ამა­ზე ქა­ლე­ბი? იმი­ტომ რომ სა­კუ­თარ თავს ვერ პა­ტი­ობ ეს რომ გა­გი­ბე­დეს, იმი­ტომ რომ როცა პირ­ვე­ლად გავ­ბე­დე და სხვა კო­ლე­გა მა­მა­კა­ცებს ვუ­თხა­რი, ვუ­თხა­რი იმი­ტომ რომ და­ვე­ცა­ვი, სა­პა­სუ­ხოდ ღლი­ცი­ნი მი­ვი­ღე.

მერე წლე­ბი გა­ვი­და, ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი გავ­ხდი, ჩემს გარ­შე­მო ამ მა­მა­კა­ცის შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი სხვა ქა­ლე­ბიც ვნა­ხე. ყვე­ლას სძულ­და მისი ცხოვ­რე­ბის ის მო­ნაკ­ვე­თი, არც ერთ მათ­განს არ უნ­დო­და ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი. ვერ გავ­ბე­დე მეც. მძულს ჩემ­ში ის შიში, ამ­დე­ნი ხანი გა­ჩუ­მე­ბას რომ მა­ი­ძუ­ლებ­და, ერ­თმა პა­ტა­რა გო­გომ გა­ბე­და, დროა გავ­ბე­დო მეც! ME TOO!!! ოღონდ ჩემს ის­ტო­რი­ას სხვა მო­ძა­ლა­დე ჰყავს!" - წერს მაია ასა­თი­ა­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები