"მკვლელი კაცები ქალების მკვლელობისთვის, ბევრად ადრე იწყებენ მზადებას - ფემიციდი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მთელი ძირი კი საზოგადოების კულტურისა და მენტალიტეტის წყალქვეშ ტივტივებს"
მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ფემიციდის თემას ეხმაურება და წერს:
"სინამდვილეში, მკვლელი კაცები ქალების მკვლელობისთვის ბევრად ადრე იწყებენ მზადებას.
თავდაპირველად ქალებს კლავენ დაბადებამდე.
საქართველოში კრიტიკულად დიდია შერჩევითი აბორტების რიცხვი.
შვილზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის გოგოა - არის კი რამე ამაზე უფრო საზიზღარი?
მერე ქალებს კლავენ ბავშვობაში, როცა მათ უნერგავენ კაცებისადმი მორჩილებას, როცა არწმუნებენ, რომ ძმა უპირატესია, და ზოგადად, როცა ქმარს ჩაბარდება, მისი საკუთრება ხდება.
შემდეგ ქალებს კლავენ მოზარდობისას, როცა გოგონებს მისწრაფებებსა თუ ოცნებებს უფილტრავენ.
როცა უდგენენ რა არის მათი სფერო და რა არა, რა უნდა აკეთონ და რა პროფესია "არ უხდება ქალს".
შემდეგ ქალებს კლავენ ახალგაზრდობაში, როცა მათი მაღალი აკადემიური მოსწრებისა თუ ნიჭის მიუხედავად, პირველ სამსახურებსა და პირველ კარიერულ საფეხურზე ბიჭებს ანიჭებენ უპირატესობას.
ასეა უამრავ სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, თუ პოლიტიკა. "ქალი რეჟისორი არ დაიჯერო" - რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მსმენია საკმაოდ დაფასებული ხალხისგან.
და ეს მხოლოდ ერთი სფეროს მაგალითია.
შემდეგ ქალებს კლავენ შეყვარებულობისას, შეზღუდვებითა და კონტროლით.
შემდეგ ქალებს კლავენ დაოჯახებისას, ხელოვნური ქორწინებებითა თუ ნაძალადევი კავშირებით.
შემდეგ ქალებს კლავენ ოჯახში, მათ შორის ქალის საკუთარი მშობლები და ახლობლებიც:
"მაგის გამო ოჯახს ნუ დაანგრევ", "შენ ქმარს შენ თვითონ მიხედე, შიგნით მოაგვარეთ", "სახელი არ გაგვიტეხო" და ა.შ.
ამის შემდეგ ქალებს ფიზიკურადაც კლავენ.
და როდესაც ქალს ფიზიკურად კლავენ, ქალთა მკვლელობა მერეც არ სრულდება.
მოკლულ ქალებს ხელმეორედ კლავენ შეფასებებითა და კომენტარებით:
"იქნებ მოსაკლავი იყო და", "ტყუილუბრალოდ არავინ მოკლავდა, ამ დონემდე მიიყვანა, ალბათ, კაცი" და ა.შ.
და თუ ამ ყველაფერს ქალი როგორღაც გადაურჩა, გაექცა, დაემალა, გადალახა, დაამარცხა და საკუთარი გზა გაიკვალა, ჯერ კიდევ არაა გარანტია, რომ მას არ მოკლავენ, როგორც ცოლს, რომელსაც "ქმარი ვერ შეუნარჩუნებია, როგორც დედას, რომელსაც "შვილი ვერ გაუზრდია" და ა.შ.
ფემიციდი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მთელი ძირი კი საზოგადოების კულტურისა და მენტალიტეტის წყალქვეშ ტივტივებს",- წერს ლორთქიფანიძე.
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...


























