"მოახლოვდა დრო, აღსრულდეს სამართალი" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი
"მოახლოვდა დრო, აღსრულდეს სამართალი" - ასე გამოეხმაურა გიორგი ანწუხელიძის ცოლი Europetime -თან ინტერვიუში, უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარიევის დაღუპვას.
გავრცელებული ცნობით, იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებაში.
"რასაც უკრაინაში ვუყურებ, ისედაც განმიახლდა ყველა ტკივილი... რუსეთის სახე, ნაწამები გიორგია ჩემთვის.
მე ვუყურებ როგორ იღუპებიან ბავშვები, ორსულები, მოხუცები და მახსენდება ის კადრები, რომელთა ყურება დღემდე ბოლომდე ვერ შევძელი - გიორგის წამების კადრები...
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დაიღუპა ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში.
მოახლოვდა დრო, აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით",- განაცხადა ანწუხელიძის ცოლმა.
ცნობისთვის, 18 მარტს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარიევი მოკლეს.
Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარიევის მეთაურობით მონაწილეობდა, როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
სხვა სიახლეები:
⬛ რა არის ჩერნობილის ყველაზე უარესი სცენარი? - ექსპერტების განმარტება
⬛ "ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა" - უკრაინული მხარე
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































